მოხალისეები

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მე-11 წელია თანამშრომლობს მოხალისეების შესანიშნავ გუნდთან. ეს საოცარი ახალგაზრდები  ფესტივალის არათუ მეგობრები არამედ მისი  განუყოფელი ნაწილი  ფესტივალის ყველაზე ხალისიანი და მდგრადი  ძალაა.

ფესტივალის მოხალისეები  ფესტივალის სამუშაო ჯგუფთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილს იკავებენ, როგორც საორგანიზაციო, ასევე საიმიჯო საკითხებში.  ფესტივალის მუშაობის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა  მიმართულებით.

მოხალისეები მონაწილეობენ  ტენიკურ „სეტაპებზე“; ეხმარებიან წტუმრებს უკე დაგეგმილი გრაფიკის განხორციელებაში; მოხალისეები მუშაობენ კულისებში და სცენაზე; ხვდებიან მაყურებელს , მიმაგრებულნი არიან ტექნიკურ და სამასპინძლო ჯგუფთან: ისინი მუდმივად მუშაობენ და ხალისი, განსხვავებული აზრი, შეხედულება შემოაქვთ ფესტივალის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოხალისეებიდან უმეტესობა სტუდენტია; მაგრამ არიან ისეთებიც,ვინც ჩვენთან სტდენტობისას დაიწყო და უკვე პროფესიულ კარიერაშია და მაინც ჩვენთან მოდის და კვავ მოხალისედ.

 მათ გარეშე ფესტივალი წრამოუდენელია.

ფესტივალი ამაყობს ამ არაჩვეულებრივი ხალხით !

გვინდა თითოეულ მათთაგანს გადავუხადოთ დიდი მადლობა გვერდში დგომის ასეთი შესანიშნავი ფორმისათვის. დარწმუნებულები ვართ ჩვენი ასეთი კეთილმეგობრული თანამშრომლობა კიდევ ბევრს შეგვაძლებინებს.