პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - სამშაბათი, 01 ოქტომბერი
მდებარეობა: ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატურგიული თეატრი (დიდი სცენა)
პაულო ჯენოვისი

იდეალური უცნობები

პაულო ჯენოვისი
იდეალური უცნობები                         

რეჟისორი – დავით ჩხარტიშვილი
მხატვარი – ანანო დოლიძე
მუსიკალური გაფორმება  დავით ჩხარტიშვილის
რეჟისორის თანაშემწე – ნინი გოჩიაშვილი
 

მონაწილეობენ:

კობა კოპაძე, გვანცა კანდელაკი, სოსო მგალობლიშვილი, მაკა შალიკაშვილი, ომარ ბექაური, ზაზა ცარულაშვილი, თეკლა მარჯანიშვილი

 

პრემიერა შედგა28.07.2018
ხანგრძლივობა: 80 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 16 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:
ბავშვობის მეგობრები მთვარის დაბნელების სანახავად შეიკრიბებიან. გადაწყვეტენ მთვარის დაბნელებამდე ტელეფონზე შემოსულ ყველა ზარს ხმამაღალ რეჟიმზე უპასუხონ და ყველა შეტყობინება ხმამაღლა წაიკითხონ...

– ბავშვობის მეგობრებს, ან ცოლ-ქმარს რა გვაქვს ერთმანეთთან დასამალი ?! ჩვენ, ხომ ისედაც  ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე ...

არის თუ არა ეს სიმართლე, თუ ყოველთვის რჩება რაღაც,  რაც დაფარულია სხვისი თვალისაგან, ისევე როგორც მთვარის ბნელი მხარე? 

ზოგჯერ ჩვენმა ტელეფონმა შეიძლება საუკეთესოდ გასცეს პასუხი ამ კითხვებზე...

XIX საუკუნის ქართული თეატრის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას  გორში თეატრის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

სწორედ გორიდან დაიწყო   ქართული თეატრის აღდგენის და ქართული დრამატურგიის განვითარების პროცესი. ამ პროცესს სათავეში ედგა გიორგი ერისთავი, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად, თბილისში, 1850 წლის 14 იანვარს პირველად წარმოადგინა თავისი  პიესა ,,გაყრა“.

თანამედროვე კვლევების მიუხედავად, დღემდე  გორის თეატრის ოფიციალური  დაარსების თარიღად 1865 წლის 26 ივლისი ითვლება, დღე როდესაც საჯაროდ უჩვენეს გიორგი ერისთავის კომედია „ძუნწი“.

მნიშვნელოვანია, რომ გორის სასცენო ხელოვნებაში თავიდანვე მრავალი ქალი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც სხვაგან და თბილისშიც ასეთ საქმიანობას ერიდებოდნენ.

1939 წლის დასასრულს,  გორში თეატრისათვის აშენდა ახალი, 500 ადგილიანი შენობა. გორის თეატრს  შემდგომში გიორგი ერისთავის სახელი ეწოდა.

დაარსებიდან დღემდე  ერისთავის თეატრში არაერთი სახელგანთქმული მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა. თეატრი დღემდე აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელიდავით ჩხარტიშვილი
საკონტაქტო პირი: დავით ჩხარტიშვილი
ტელ:+995 577 385286
E-mail:chxartishvili.daviti@gmail.com / eristavisteatri@gmail.com
www.eristavitheatre.com

დათო ჩხარტიშვილი

დავით ჩხარტიშვილი
დავიბადე 1988 წლის 7 ივლისს აფხაზეთში,ქ. ოჩამჩირეში.1992 წლიდან 2008 წლამდე ვცხოვრობდი ქ. ფოთში,იქვე დავამთავრე სკოლა და ა.ხორავას სახელობის სამუსიკო სასწავლებლებელის სამსახიობო ფაკულტეტი.2008 წელს ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე,ლევან წულაძის სარეჟისორო ჯგუში,2013 წელს ბაკალავრის ხარისხის მიღების  შემდეგ გავაგრძელე სწავლა ამავე უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მისაღებად გოგი მარგველაშვილის ჯგუში,რომელიც დავამთავრე 2016 წელს...
 
მასტერკლასები: ახალგაზრდა რეჟისორების ლაბორატორია (2017 წელი მოსკოვი) 
( მეცამეტე საერთაშორისო ჩეხოვის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში)      
            
შემოქმედებითი ღონიძიებები:
ფონდი ,,იავნანას,,  საქველმოქმედო კონცერტები --- რეჟისორის ასისტენტი.
მიუსაფარ ბავშვთა საქველმოქმედო ფესტივალ მზერას კონცერტი --- რეჟისორის ასისტენტი.
 
განხორციელებული სპექტაკლები:
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
1-აზიზ ნესინის მიხედვით-,,კონტროლიორი,,  (2010წელი ---,,სხვენი,,)
2-თუნჯერ ჯუჯენოღლუ - ,,ზვავი,,  (2011წელი --- ,,სხვენი,,)
3-ალექსანდრე პუშკინის -,,მოცარტი და სალიერი,, მიხედვით  ,,AGNUS DEI,,-     
(2012წელი   ---- ,,სხვენი,,)
4-ევერი კორმენის რომანის მიხედვით ,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ,,
(2014წელი --- ,,სარდაფი,, )
5-ვაცლავ ჰაველი - ,,წასვლა,,  (ლევან წულაძესთან ერთად-2015წელი -- დიდი სცენა)
 
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი
6-კლოდ მანიე-,,ბლეზი,,   (2012წელი --- დიდი სცენა)
 
 
მესხეთის სახელმწიფო პროფესიული თეატრი
7- ირაკლი სამსონაძის ,,ყოფილების სარეცელი,, (2015წელი)
 
მესხეთის სახელმწიფო თოჯინების პროფესიული თეატრი
8-აკაკი წერეთლის ლექსის მიხედვით ,,ღამურა,,   (2015წელი)
9-   ,,დათუნია დრუნჩა,,   2016 წელი
 
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
10- ალექსანდრე ლორთქიფანიძე - ,,კუნძული,,  (2016 წელი --- ექპერიმენტული სცენა)
 
ვ.გუნიას სახელობის ფოთის სახელწიფო პროფესიული თეატრი
 11- დავით გაბუნია ,,ბეჩავი,,  2017 წელი
 
სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
12 - ჟან ანუის პიესა ,,ანტიგონე“ (2018 წელი)
13 - პაულო ჯენოვისის კინოსცენარის მიხედვით ,,იდეალური უცნობები“ (2018 წელი)
14 - ლაშა ბუღაძის პიესების მიხედვით ,,სადღეგრძელო“ (2019 წელი) 
 
უცხო ენები: რუსული-კარგად
             ინგლისური-ნორმალურად
საკონტაქტო: 577385286
                                 chxartishvili.daviti@gmail.com