პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 17:00 - შაბათი, 05 ოქტომბერი
მდებარეობა: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი (დიდი სცენა)

ოდისეა

რეჟისორი –  ავთანდილ დიასამიძე
სცენოგრაფია ლანა ყავრელიშვილის
მულტიპლიკაციის მხატვრები – პეტრე თომაძე, არსენ ოქრუაშვილი
მუსიკალური გაფორმება  გიორგი კობერიძის
რეჟისორის თანაშემწე – ქეთი ქანთარია
 

მონაწილეობენ:
ნიკოლოზ ფაიქრიძე, ხატია მელქაძე, ვახტანგ ნოზაძე, იოანა ნავაძე

 

პრემიერის თარიღი: 28.05.2019

ხანგრძლივობა90 წუთი შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 10

სპექტაკლის შესახებ:
„ოდისეა“ წარმოადგენს მულტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულა დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინოს ხერხები. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს, ყმაწვილთათვის ადაპტირებული. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს –  „ხორციელი“ ადამიანი, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი,  ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი – ოდისევსი, რომელიც ტროას ომის შემდეგ შინ დაბრუნებას ამაოდ ცდილობს.  ამ საქმეში მას სწორედ ადამიანის დახმარება სჭირდება.

90 წლის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული!  – ეს ჩვენ ვართ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ჩვენ წელს 90 წელი გვისრულდება! დაბადებიდან დღემდე უნიკალურ საქმეს ვემსახურებით  –  ვზრდით ახალ თაობას, რომელსაც უყვარს თეატრი და ხელოვნება, ვზრდით თეატრის მომავალ მოღვაწეებს.  
ჩვენს თეატრს ყველაზე მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს  –3 წლიდან 18 + ასაკის, ქართული  და რუსულ ენოვანი, თუ ამ ენებს არ ფლობთ, არა უშავს, ჩვენს თეატრში თქვენთვისაც მოიძებნენბა სპექტაკლები  ტექსტის გარეშე.  არანაკლებ საინტერესოა თოჯინური სპექტაკლები.  რეპერტუარი მრავალფეროვანია  – დრამა, კომედია, მუსიკალური და  ქორეოგრაფიული წარმოდგენები, ზღაპარი, სათავგადასავლო და რომანტიკული ჟანრის სპექტაკლები.
მეგობრული გარემო, საინტერესო დადგმები, ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი  – ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრია.
გინდათ ახალგაზრდული ჟინი შეინარჩუნოდ? ეს მარტივია – გვეწვიეთ და იმეგობრეთ ჩვენთან.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელიდიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი
ტელ:+995 551087764
E-mail:Youththeatretbilisi@gmail.com
Sofiactpa@gmail.com
www.mozardi.ge

ავთანდილ დიასამიძე

ავთანდილ დიასამიძე 24 წლის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი, ლევან წულაძის სარეჟისორო ჯგუფი. დადგმული აქვს  სპექტაკლები: ა. პ. ჩეხოვის „დათვი”  (საკურსო სპექტაკლი 2014 წ.);

„კუბიკი”  ქორეოგრაფიული დადგმა ჯ. ქარჩხაძის „იგი”-ს მიხედვით. (მარჯანიშვილის თეატრი. წინასადიპლომო სპექტაკლი. 2015 წ.); ტ. უილიამსის „მინის სამხეცე” (მარჯანიშვილის თეატრი. სადიპლომო სპექტაკლი 2015 წ. ); გ. ბიუხნერის „ვოიცეკი” (მარჯანიშვილის თეატრი. 2017 წ.); თეატრალური პერფორმანსები: ხ. კორტასარის  „სახლი”   და „ექსკურსია N-105157” .

მინიჭებული აქვს ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი” 2015-2016 წწ. სეზონზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში.

2016-2017 წწ. ქალაქ კიევში GOGOLFEST-ის ფარგლებში მონაწილეობდა European Theatre Convention-ის პროექტებში, რომელთა მიზანი იყო  უკრაინელ მსახიობებთან ერთობლივი მუშაობა.