პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 22:00 - შაბათი, 05 ოქტომბერი
მდებარეობა: 
ტუსია ბერიძე

ბებია

ნატალია ბერიძე
ბებია
ნატალია ბერიძის მუსიკალური სოლო პერფორმანსი

რეჟისორები ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე
სცენოგრაფია  ნიკა მაჩაიძის
კოსტიუმის მხატვრები ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე
კომპოზიტორი ნატალია ბერიძე

 

პრემიერა შედგა2012 წელს საქართველოში , 2019 წელს  შვეიცარიაში
ხანგრძლივობა: 45 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 2 ადამიანი

 

სპექტაკლის შესახებ:
„ბებია“ ნატალია ბერიძის მუსიკალური სოლო პერფორმანსია.   მყუდრო ინტერიერში ზის ბებია  და მღერის. პერფორმანსის მთავარი აქცენტი სიმღერების ტექსტებია. პერსონაჟს თვითონ კომპოზიტორი თამაშობს. „ბებია“ კომპოზიტორის ალტერ ეგოა.  მისი სიმღერები ეძღვნება უფროს თაობას, მათ გამოცდილებას და სიბრძნეს. სცენაზე მხოლოდ „ბებია“ ნატალია ბერიძე ზის, მის უკან კი  პროექტორზე სინქრონულად მიდის  ვიდეო, რომელიც პასუხობს სიმღერების ტექსტის შინაარსს. შესაძლოა სცენაზე ასევე სიმებიანი კვარტეტი იჯდეს და დაუკრას.
 

ნატალია ბერიძე 1979 წელს დაბადებული ქართველი კომპოზოტორი და მომღერალია. მან თავისი მუსიკის გამოცემა 2004 წელს სხვადასხვა მუსიკალურ ლეიბლებზე დაიწყო და შემდგომ მსოფლიო მასშტაბით ასრულებდა კონცერტებს. ამჟამად იგი თბილისში ცხოვრობს. ის ასწავლოს მუსიკის  შექმნის კურსს Creative Education Studio CES- ში,  ასევე მუშაობს Artarea-ში (ინტერნეტ ტელევიზია).

 

ნიკა მაჩაიძე 1972 წელს დაბადებული ქართველი კომპოზოტორი, რეჟისორი და მხატვარია. ის მიჩნეულია ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერად. მისი მუსიკა სხვადასხვა დასავლურ ლეიბლებზე გამოდის და იგი მსოფლიო მასშტაბით უკრავს ლაივ კონცერტებს. მაჩაიძე ასევე აქტიურად მოღვაწეობს ვიდეო ხელოვნებაში. ამჟამად ის თბილისში ცხოვრობს. იგი ასწავლოს მუსიკის შექმნის კურსს Creative Education Studio CES- ში,  ასევე მუშაობს Artarea-ში (ინტერნეტ ტელევიზია).