პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - შაბათი, 05 ოქტომბერი
მდებარეობა: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
დარიო ფოს მიხედვით

კაცი ცოლს უღალატებს და სხვა ამბები...

კაცი ცოლს უღალატებს და სხვა ამბები

დარიო ფოს პიესების მიხედვით

 

რეჟისორი –ელენე მაცხონაშვილი
მხატვარი – ელენე მაცხონაშვილი
თოჯინების მხატვარი – ვახტანგ ქორიძე

მუსიკალური გაფორმება  ელენე მაცხონაშვილის
რეჟისორის თანაშემწე – მაყვალა ძამუკაშვილი
 

მონაწილეობენ:
ლექსო რაზმაძე-ცინკვერაშვილი, ლაშა წიფლაშვილი, ნონა ხუმარაშვილი, ნინა დვალიშვილი, მარიამ მაისურაძე, გიორგი გელაშვილი

 

პრემიერა შედგა: 1.03.2019
ხანგრძლივობა: 50 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 16 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:

"კაცი ცოლს უღალატებს და სხვა ამბები"  ერთმოქმედებიანი კომედია, 16+.  სპექტაკლი, სადაც მსახიობები თოჯინებთან ერთად სერიოზულ თემებზე საუბრობენ, განიხილავენ არსებულ სტატისტიკას — წყვილებზე, წყვილებს შორის ღალატზე, ერთგულებაზე, ღირებულებებზე, ღირებულებათა გადაფასებასა და სექსუალური განათლების აუცილებლობაზე. სპექტაკლი „დივაიზინგის" პრინციპით შეიქმნა და მასზე მუშაობის პროცესში შთაგვაგონებდნენ: შექსპირი, ვუდი ალენი, დარიო ფო და სტასტიკა! სპექტაკლში მონაწილეობს ორი თოჯინა და ექვსი მსახიობი. ვნებიან, ჩახლართულ და მელოდრამატულ ამბავს მსახიობები თოჯინებისთვის შექმნილი მიკრო სამყაროდან გვიყვებიან, სადაც ისინი სამსახიობო ოსტატობისა და თამაშის ექსპერიმენტულ ხერხებს გვთავაზობენ.

 

თელავის თეატრი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. იგი მეფე ერეკლე II-ის კარზე  არსებობდა და ცნობილი იყო როგორც მაჩაბელას დასი. 1795 წელს თეატრის მთელი დასი გაბრიელ მაიორისა და მაჩაბელას ხელმძღვანელობით გმირულად დაეცა კრწანისის ბრძოლაში.  თელავის თეატრი არსებობის 258 წელს ითვლის.

თელავის თეატრი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა და არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული.  დღეს  ჩვენს თეატრს  ყავს  დასი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს.