პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - შაბათი, 28 სექტემბერი
მდებარეობა: ადგილმდებარეობა მოგვიანებით გამოცხადდება
დელტონ ტრამბო

ჯონის იარაღი მისცეს

რეჟისორი თალია მატიკა

კომპოზიტორი ტასოს სოტირაკისი

დიზაინერი ილენია დოულადირი

ფოტოგრაფი  თომას დასკალოგიანისი

ხანგრძლივობა 1 საათი, უანტრაქტოდ

 

როლებში:

ტასოს იორდანიდისი

 

თეატრის ისტორია

ჩვენ 2012 წელს დავფუძნდით და მას შემდეგ ისეთი პიესები დავდგით, როგორებიცაა

,, ჰამლეტი“, ,, დანაშაული და სასჯელი“, ,, ტრამვაი სახელად ,,სურვილი“, ,,ჭირვეულის

მორჯულება“. ჩვენი მთავარი რეჟისორი კი თქვენიანია, ლევან წულაძე.

 

 

წარმოდგენის შესახებ:

ჯო ბონემი ( ბოთომზი), პირველი მსოფლიო ომის დროს საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებით დასახიჩრებული ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც ახლა საავადმყოფოში წევს. მას მოკვეთილი აქვს ოთხივე კიდური, აღარ აქვს თვალები, ყურები, პირი და ცხვირი. ჯო ბონემი გონზეა, აზროვნებს, მაგრამ ჭრილობებს საკუთარ სხეულში გამოკეტილ ტუსაღად უქცევია. სინამდვილსა და წარმოსახვას შორის მოგონებები აწვება - მოგონებები ადრინდელ ცხოვრებაზე, ოჯახთან და საყვარელ ქალთან ( ქეითი ფილდსთან) ერთად.

ჯო ექიმებთან ურთიერთობის დამყარებას ერთგვარი მორზეს ანბანით - თავის მოძრაობით ცდილობს: ,,დამეხმარეთ“,  სთხოვს მათ. ჯოს სურს, რომ იგი შუშის კუბოში ჩადონ და უცნაურ სანახაობათა შოუში ხალხს აჩვენონ მისი სხეული, ომის საშინელებათა თვალსაჩინოებისთვის. როცა პასუხად უარს იღებს, იგი ევთანაზიას ითხოვს და დაუსრულებლად იმეორებს, ,,მომკალით.. მომკალით.“ საბოლოოდ, იგი ხვდება, რომ ჯარის მეთაურობას მისი ამ სურვილის შესრულებაც არ შეუძლია და მას ცოცხალი გვამის მდგომარეობაში უპირებენ დატოვებას. ჯოსთვის აშკარა ხდება, რომ სიმარტოვისა და სიცოცხლისთვისაა განწირული, და რომ ამ მახეს თავს ვერასოდეს დააღწევს.

... 1918 წელს ოცი წლის ჯო ბონემმა იარაღი აიღო და ომში წავიდა. ჭურვის აფეთქება მისთვის უხმო და უმძორაო არსებობით დასრულდა. ოჯახიდან და ქვეყნიდან შორს, ევროპის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მწოლიარე ჯო ბონემს ხმა არ აქვს, მაგრამ ბრძოლისთვის მზადაა, მზადაა, მრისხანებით დაანგრიოს ომის მონარჩენი სამყარო.

 

 

პრესა:

,,ეს მსახიობის ჰერკულესისებრი გამარჯვებაა...’’ Athinorama

,, არ გამოტოვთ! იორდანისი სწორედ ის სათქმელია, ტრამბოს რომ პიესის წერისას ჰქონდა გუნებაში.Tetragono

ჩვენ 2012 წელს დავფუძნდით და მას შემდეგ ისეთი პიესები დავდგით, როგორებიცაა

,, ჰამლეტი“, ,, დანაშაული და სასჯელი“, ,, ტრამვაი სახელად ,,სურვილი“, ,,ჭირვეულის

მორჯულება“. ჩვენი მთავარი რეჟისორი კი თქვენიანია, ლევან წულაძე.