პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - პარასკევი, 04 ოქტომბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ამბავი ბასა ჯანიკაშვილის

კინო თეატრში

 

რეჟისორი - ბესიკ კუპრეიშვილი, ნიკოლოზ გაგლოშვილი
მხატვარი - ელენე ფირცხალავა
მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის
ვიდეო ნიკოლოზ გაგლოშვილის
რეჟისორის თანაშემწე - თამარ ფრუიძე

მონაწილეობენ:
ელენე ფირცხალავა, მარიამ კუპრაშვილი, ზაზა კაკაბაძე, ანა გრიგოლია, თამარ ფრუიძე, ქეთევან კანტიძე

 

სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი კინო თეატრში 60 წუთიანი ზღაპარია, რომელიც მცირე ამბებით არის შედგენილი და მაინც ერთი დიდი ისტორიის ნაწილია.
ბასა ჯანიკაშვილის დაწერილ სიყვარულის ამბავს მსახიობები თითების და თოჯინების მეშვეობით ჰყვებიან.

სპექტაკლი სიყვარულის ამბავზეა აგებული, რომელსაც თან ახლავს უამრავი თავგადასავალი, წინააღმდეგობა, მოლოდინი, ახდენილი და აუხდენელი ოცნებები.

სპექტაკლს უჩვეულო ფორმა აქვს: კინო გადაღებას ჰგავს.
მაყურებელს კი საშუალება აქვს სპექტაკლს თვალი ადევნოს სცენაზე და კინოეკრენზე ერთდროულად.

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  ქართული შოუქეისის ფარგლებში.

​ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე

 

 

1998 წელს ქ. ბათუმში, ბავშვთა ხელოვნების სტუდია ,,მთიებში” (ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე) რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის მიერ რამდენიმე ეტიუდის წარმატების განხორციელების შემდეგ, თითების თეატრის შექმნის იდეა ჩაისახა. 1991 წელს ბათუმში ,,მსახიობის სახლში” შედგა მოზარდთა თეატრ-სტუდიის ,,99+2” პრეზენტაცია წარმოდგენით ,,ექსტრავაგანსა”. სპექტაკლი წარმოდგენილი იყო კოსტუმირებული თითების საშუალებით, რამაც შთამბეჭდავი ზემოქმედება მოახდინა მაყურებელზე თავისი ორიგინალურობით, სწორედ ამიტომ, თეატრი-სტუდია ,,თითების თეატრად” მოინათლა და, მიუხედავად შემდგომში განხორციელებული სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების წარმოდგენებისა, დღემდე ამ სახელს ატარებს, ხოლო პირველი სპექტაკლი ,,ექსტრავაგანსა” მისი სავიზიტო ბარათია. 2006 წლის 6 თებერვალს გაიმართა ,,თითების თეატრის” ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში. 2007 წლიდან დღემდე „თითების თეატრი“ რეპეტიციებსა და სპექტაკლებს მართავს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში.

თითების თეატრმა თავისი არსებობის განმავლობაში 22 საერთაშორისო ფესტივალში, ბიენალესა და გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. თითების თეატრის საგასტროლო რუკა მოიცავს ევროპის, აზიის და აფრიკის 20-ზე მეტ ქვეყანას. საერთაშორისო ფორუმებზე მიწვევას კი თეატრის ორიგინალური ფორმა და მრავალფეროვანი რეპერტუარი განაპირობებს. თითების თეატრის რეჟისორ ბესო კუპრეიშვილთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს მხატვარი ვახტანგ ქორიძე, ქორეოგრაფი გია მარღანია და მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი; მსახიობები: მარიამ კუპრაშვილი, მარიამ კვიკვინია, ზაალ კაკაბაძე, ლუკა ზირაქაძე, ელენე ფირცხალავა, ლუკა აფციაური. მათი მრავალწლიანი შემოქმედებითი თანამშრომლობა ამ თეატრის წარმატებას განაპირობებს.

თეატრის ხელმძღვანელი:  ბესო კუპრეიშვილი
საკონტაქტო პირი: მარიამ კუპრაშვილი
ტელ.: +995 98 450 444; +995 577 462 134
ელ - ფოსტა: besso_k@yahoo.com
kuprashvilimariam133@gmail.com
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. # 8