გამოფენები

აქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ვასილი კანდინსკის ნამუშევრები ,,სურათი წრით - პირველი უსაგნო'' და ,,შავი შტრიხი'' მილანის კულტურის მუზეუმში (MUDEC ) გამოიფინა.

გამოფენა ,,მოხეტიალე რაინდი. გზა აბსტრაქციამდე'' მილანში 2017 წლის 15 მარტს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ექსპოზიციაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებთან ერთად, რუსეთისა და სომხეთის მუზეუმში დაცული ნამუშევრებიც გამოიფინა. მათი დიდი ნაწილი იტალიაში პირველად არის წარმოდგენილი.

MUDEC-ის კონცეპტუალური თვალსაზრისით უპრეცედენტო გამოფენის მიზანია ვასილი კანდინსკის შემოქმედებაში ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის კავშირი დაგვანახოს, ხოლო მოგზაურობა - შემეცნებითი თავგადასავლის მეტაფორად წარმოგვიდგინოს. აბსტრაქციული ხელოვნების ფუძემდებელი ვასილი კანდინსკი ყველა ამ მიმართულებით ატარებდა ექსპერიმენტებს, რეალობას მეცნიერული თვალსაზრისით ჭვრეტდა, კვლევასა და მოგზაურობას კი არსებობის ძირითად გამოხატულებად მიიჩნევდა.