თეატრები

თავისუფალი თეატრი

მე ვხსნი კიდევ ერთ თეატრს, რომლის დევიზი იქნება „სჯობს ცოტა, ოღონდ კარგი!“ ეს იქნება „თავისუფალი თეატრი“ თავისუფალი მაყურებლისათვის, სადაც გზა მხოლოდ ნიჭიერ შემოქმედებს მიეცემათ.

                                                           ავთო ვარსიმაშვილი. 2001 წ. 31 მარტი

„თავისუფალი თეატრი“ გაიხსნა 2001 წლის 31 დეკემბერს.  თეატრი მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით და მუდმივად ასაქმებს 50-მდე მსახიობს. საზოგადოება უკვე იცნობს „თავისუფალი თეატრის“ სახეებს. 

თეატრი კერძოა და ეკუთვნის რეჟისორ  ავთო ვარსიმაშვილს.

„თავისუფალი თეატრი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული თეატრია, აქ  ბილეთები ორი-სამი კვირით ადრე იყიდება.
„თავისუფალმა თეატრმა“  სპექტაკლები უჩვენა საქართველოს ყველა კუთხეში, ის იყო პირველი თეატრი, რომელმაც მოახერხა და უჩვენა სპექტაკლები მაყურებელს  კონფლიქტის ზონაში - ცხინვალის რეგიონში.
მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია „თავისუფალი  თეატრის“   საგასტროლო-საფესტივალო რუკა.  რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც „თავისუფალმა თეატრმა“ წარმოადგინა თავისი სპექტაკლები და ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო.
მიუხედავად  რეჟისორული მრავალფეროვნებისა,  „თავისუფალი თეატრი“  პირველივე სპექტაკლებიდან ჩამოყალიბდა,  როგორც  სოციალუ -პოლიტიკური თეატრი. სწორედ ამიტომაც „თავისუფალი თეატრი“ არის „თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს თავის მაყურებელს“.

სამხატვრო ხელმძღვანელი  -  ავთანდილ ვარსიმაშვილი
საკონტაქტო პირი: თორნიკე ღლონტი (თეატრის დირექტორი)
ტელ: 032 2 98 58 21  (+995)  591 93 99 56
E-mail: tornke77@gmail.com
www.theatre.ge