რეჟისორები

ივანე ხუციშვილი

ივანე ხუციშვილმა 2001 წელს  დაამთავრა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნების   სახელმწიფო უნივერსიტეტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 2011 წელს - დრამის რეჟისურა, მაგისტრატურა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტში სწავლობს დოქტორანტურაზე; 2017 წელს - თემურ ჩხეიძის სახელოსნო, თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი. 2007 წლიდან მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში, ასისტენტ-პედაგოგად, სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფებთან, ამავე უნივერსიტეტში 2016-17 წლებში დაიკავა ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 2016 წლიდან მუშაობს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეჟისორო ჯგუფების ხელმძღვანელად. 2017 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრამის რეჟისურის მიმართულებით და თეატრალური ხელოვნების პროგრამის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან მუშაობს თავისუფალ თეატრში დამდგმელ რეჟისორად. ამავე თეატრში დადგა თავისი სამაგისტრო ნამუშევარი ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლი“

მისი სპექტაკლები აღნიშნულია სხვადასხვა ჯილდოებით; ”საუკეთესო რეჟისურა 2015”  სპექტაკლისთვის ”რად როს შექსპირია” (ალბერტ რამსდელ გენრი).  ”საუკეთესო რეჟისურა 2014”  და ”საუკეთესო სპექტაკლი 2014”  სპექტაკლისთვის ”მაკბეტი” (უილიამ შექსპირი).  ”საუკეთესო სპექტაკლი 2011-2013” სპექტაკლისთვის ”საძაღლე” (ნინო სადღობელშვილი, ჰეტი ნეილორი).