რეჟისორები

ავთანდილ დიასამიძე

ავთანდილ დიასამიძე 24 წლის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი, ლევან წულაძის სარეჟისორო ჯგუფი. დადგმული აქვს  სპექტაკლები: ა. პ. ჩეხოვის „დათვი”  (საკურსო სპექტაკლი 2014 წ.);

„კუბიკი”  ქორეოგრაფიული დადგმა ჯ. ქარჩხაძის „იგი”-ს მიხედვით. (მარჯანიშვილის თეატრი. წინასადიპლომო სპექტაკლი. 2015 წ.); ტ. უილიამსის „მინის სამხეცე” (მარჯანიშვილის თეატრი. სადიპლომო სპექტაკლი 2015 წ. ); გ. ბიუხნერის „ვოიცეკი” (მარჯანიშვილის თეატრი. 2017 წ.); თეატრალური პერფორმანსები: ხ. კორტასარის  „სახლი”   და „ექსკურსია N-105157” .

მინიჭებული აქვს ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი” 2015-2016 წწ. სეზონზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში.

2016-2017 წწ. ქალაქ კიევში GOGOLFEST-ის ფარგლებში მონაწილეობდა European Theatre Convention-ის პროექტებში, რომელთა მიზანი იყო  უკრაინელ მსახიობებთან ერთობლივი მუშაობა.