რეჟისორები

მიშელ დიდიმი

იგი ბავშვობიდან ეზიარა თეატრს თავის მშობლიურ ნანსიში (საფრანგეთი), რომელიც თეატრის მსოფლიო ფესტივალის მასპინძლობასთან ერთად მდიდარი კულტურული ცხოვრებით გამოირჩეოდა და მიშელს მრავალი კინემატოგრაფიული, მუსიკალური და თეატრალური ნაწარმოებების ხილვის და განცდის საშუალებას აძლევდა.

მიშელი ამჟამად თეატრისა და ოპერის რეჟისორი და La Mousson d'été  ფესტივალისა და თანამედროვე თეატრალური ნაწარმოებების ევროპული სახლის (La Meéc) სამხატვრო ხელმძღვანელია. 2010 წლის იანვრიდან იგი ასევე ხელმძღვანელობს ნანსი-ლორანის ნაციონალურ დრამატულ ცენტრის (CDN) ლაბორატორიას, სადაც მისი ინიციატივით შეიქმნა RING ფესტივალი, გერმანული თეატრალური კვირეული Neue Stücke და  მოხეტიალე შოუ  Theatre de’ette (ლორენი, ლუქსემბურგი და გერმანია).

1989 წ. იგი ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა სახელოსნოებს, სადაც  თანამედროვე ფრანგულ ტექსტებს წარადგენდა. 1990 წლიდან მას უამრავი თანამედროვე ნაწარმოები დაუდგამს. 1995 წელს, იმ მიზნით, რომ უფრო ჩაღრმავებოდა თანამედროვე თეატრს, თავის თეატრალურ კომპანია Boomerang- თან ერთად დააფუძნა ყოველწლიური ფესტივალი La Mousson d'été (ზაფხულის ცხელი დღეები), რომელიც თანამედროვე  ნაწარმოებების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და Abbaye des Prémontrés in Pont-à-Mousson -ში (საფრანგეთი) აგვისტოს ბოლოს ტარდება.

ფრანგი და ევროპელი ავტორების ტექსტებისა და თარგმანების გაცვლის ხელშეწყობის მიზნით 2001 წელს მან დააარსა La Meéc (თანამედროვე თეატრალური ნაწარმოებების ევროპული სახლი).

მისი ბოლოდროინდელი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია მისეული ინსცენირება ანჯელა დემატის ტექსტისა მე ლამაზი წითელი ბუშტი მქონდა რომან და რიჩარდ ბორინგერების მონაწილეობით 2013 წელს,  რომლისთვისაც ამ ორმა მსახიობმა   Coup de cœur du Théâtre public მიიღო.

2015 წელს მიშელმა დადგა მოლიერის Le Malade imaginaire ნანსი-ლორენის ლაბორატორიაში, რომელიც 250-ჯერ ითამაშეს ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, მოროკოში, მარაკეშში, რაბათსა და მეკნესში. ჩინეთში ამ ნამუშევრის წარამატებას მოყვა ბეიჟინგში ლუ ქსიუნის La véritable histoire de Ah Q-ის დადგმა ჩინელი მსახიობების მონაწილეობით.

2015 წ. მან რუმინელი ავტორის მიჰაელა მიჰაილოვის ნაწარმოები   Sales Gosses წარადგინა.

2016 წელს ასევე შექმნა არმანდო ლამასის Meutres de la princesse juive, Bon titre, Publicité mensongère.

2017 წ. პარიზის დეჟაზეს თეატრში მან ორი თვით  წარმოდგენებში არგან- ის    როლი შეითავსა.

2018 წელს მან დადგა მარგარიტ დურასის Les Eaux et Forêts ბრიჟიტ კატილონის, ჩარლი ნელსონის და ქეთრინ მატისის მონაწილეობით. მოგვიანებით მან თავისივე დაარსებული RING ფესტივალისათვის შექმნა ინტერაქტიული ციფრული წარმოდგენა დადგი შენი ქალაქი.

2019 წლის თებერვალში ლორენის ნაციონალურ ოპერაში (ნანსი) შედგება მისი პრემიერა ჯორჯო ბატისტელის ოპერისა 7 წუთი, სტეფანო მატისის ტექსტზე.