რეჟისორები

ბესიკ კუპრეიშვილი

ბესიკ  კუპრეიშვილი დაიბადა 1958 წლის 7 ივნისს. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. მოღვაწეობდა ბათუმის თოჯინების თეატრში, ბათუმის დრამატულ თეატრში. გახლდათ  ხელოვნების სტუდია მთიების პედაგოგ-რეჟისორი. 1991 წელს ჩამოაყალიბა  ახალგაზრდული თეატრი ბათუმში. 1997 წელს დააარსა ახალგაზრდა ხელოვანთა კავშირი. 2006 წლის 6 თებერვალს გაიმართა „თითების თეატრის“ ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში, რომელიც ბესიკ კუპრეიშვილის თაოსნობით დაარსდა.      ბესიკ  კუპრეიშვილს დადგმული აქვს სპექტაკლები: „ექსტრავაგანსა“,,,PERMANENSE“, სამუელ ბეკეტის „უბრალოდ... მოდი და წადი“, „ჩემი ჰამლეტი“ (უილიამ შექსპირის მიხედვით), „კედელი“– PINK-FLOYD-ის კონცერტის „კედელი“ ადაპტირებული ვერსია, „შეხვედრა ფიროსმანთან“,   „სევილიელი დალაქი“ ჯოაკინო როსინის მიხედვით, „ზღაპრებიანი ჩემოდანი“, „თამაში მაგიდასთან“, მიუზიკლი „რომეო და ჯულიეტა“ და სხვა. ბესიკ კუპრეიშვილის სპექტაკლებს დიდი წარმატება ჰქონდა ლიტვაში, ინგლისში, გერმანიასა და თურქეთში.