ფესტივალის მისია

თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო, საუკეთესო ნამუშევრებით;

საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში.

ფესტივალის მიზნები:

საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენა თეატრალური წარმოდგენების, მუსიკალური და ხელოვნების ნიმუშების სახით და ამ გზით საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის

თბილისის პროპაგანდა საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში და თბილისის მიმართ დაინტერესების გაზრდა

საერთაშორისო “SHOWCASE” შესაძლებლობის შექმნა ქართველი მაყურებლისათვის და პირიქით

საერთაშორისო საგრანტო და საინვესტიციო პარტნიორების მოზიდვა

ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა

მოსახლეობის განვითარება (კულტურული, ეკონომიკური, საგანამანათლებლო) და დასაქმება
 

საერთაშორისო ურთიერთობები განვითარების, წინსვლის საწინდარია. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა ისტორიული "დავალება” უნდა შეასრულოს. ჩვენი უმთავრესი მიზანი ქართული კულტურისა და თეატრის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაა.

რადგან ეპოქის სირთულეები ვახსენეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალი პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტსაც მოიცავს და, რაღა თქმა უნდა, გარკვეულწილად, გავლენასაც ახდენს. როცა საზღვრების გადალახვასა და "ცხოვრების გაუმჯობესებაზე" ფიქრობთ, გაითვალისწინეთ, ფესტივალი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიურ ასპექტში რეალობაა, იმედი მაქვს - ჰარმონიული, რადგან კულტურისა და განათლების გარეშე კაცობრიობის ყოველგვარი "საქმიანობა", უბრალოდ, აზრს კარგავს.

ვფიქრობთ, ფესტივალის დანიშნულება საზოგადოებისა და ინდივიდის მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა ან მცდელობა მაინც უნდა იყოს, დებატების, დისკუსიის გამოწვევის შესაძლებლობა.  ფესტივალის პროგრამა მთლიანობაში, ისევე როგორც თვით თეატრი, დროისა და საზოგადოების სარკე უნდა იყოს, ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე.