ისტორია

ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ.

2009 წელს ფესტივალს ორი მთავარი მიმართულება ჰქონდა: საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა

2010 წელს ფესტივალს დაემატა საფესტივალო კლუბი

2011 წელს ფესტივალს დაემატა პროგრამა "NEW"

2013 წელს ფესტივალს გაუჩნდა სლოგანი „რეალობის ნატიფი გრძნობით“

2009 წლიდან დღემდე ფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ.

2011 წელს ფესტივალი საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა ხმის უფლებით; წევრი იმ ოჯახისა, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის წარმატებულ ისტორიას, ითვლის;  ამ პრესტიჟული ოჯახის წევრები ედინბურგისა და ავინიონის ფესტივალებია, ვენეციის ბიენალე , ისრაელის ფესტივალი, ბერლინერფესტშპილე და ასე შემდეგ.

2015 წელს ფესტივალმა დატოვა ასოციაცია საკუთარი ინიციატივით.

2017 წელს ფესტივალს მიენიჭა EFFE ლეიბლი

2017 წელს ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიის ლარეატი გახდა . დაჯილდოვება 18 სექტემბერს შედგება

2017 წელს ფესტივალი პირველ თანამშრომლობით პროექტს ახორციელებს ქართველ და გერმანელ მუსიკოსებთან ერთად

 

 

მოკლედ-  სტატისტიკა

2009 – 2016

საერთაშორისო პროგრამის - 170 სპექტაკლი  

ქართული სპექტაკლების პროგრამა - 245 სპექტაკლი

სტუმრების რაოდენობა ქართული სპექტაკლების პროგრამაზე: 420

საერთაშორისო პრესა: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიტვა, ესტონეთი, ტაივანი, ირანი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი

მაყურებელთა რაოდენობა: 40  000

 

 

 

მოკლედ მნიშვნელოვანი ამბები:

ჯონ მალკოვიჩი, რობერტ ლეპაჟი, თომას ოსტერმეიერი,  ჯორჯო სტრელერი, ალვის ჰერმანესი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ოსკარას კორშუნოვასი, აქრამ-ჰანი, სლავა პოლუნინი, სილვიუ პურკარეტე, თადაში სუზუკი, ადიტი მანგალსადი, ამიტ ლაჰავი -  ეს მსოფლიო თეატრალური სივრცის ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია - თბილისის თეატრალური ფესტივალის სტუმრები.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია ჟანრობრივად. ფესტივალის სოციალური პასუხისმგებლობა მაღალია. 2014 წელს ფესტივალი მაყურებელთან ერთად შეუერთდა ფონდ „სოლიდარობის“ ინიციატივას.

ფესტივალი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც შშმ პირების მონაწილეობით უმასპინძლა სპექტაკლს -  2012  წელს