სიახლეები

11:00 საათზე, სასტუმრო „სტამბას“ ეზოში ფესტივალის პროგრამის წარადგენს

08.06.2018

ღონისძიების შესახებ ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს უკვე მეათედ ტარდება და, ტრადიციულად, ქართული სპექტაკლებისა (25 – 29 სექტემბერი) და საერთაშორისო პროგრამას (14 – 30 სექტემბერი) აერთიანებს.

„10 წლის განმავლობაში, ფესტივალი არა მარტო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა, არამედ ლიდერია კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს შორის“.

ყოველ წელს, ღონისძიების ფარგლებში, სპექტაკლების გარდა, დისკუსიები და „ვორკშოპები“ იმართება, რაც, ორგანიზატორების თქმით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე, მომავალ თაობაზე.

„ჩვენ ვქმნით მომავალი თაობებისათვის“ – წერდა პიპო დელ ბონო თავისი სპექტაკლის შესახებ.
მუდმივ შეკითხვაზე, თუ რა სურს ფესტივალს, ჩვენ ასეთი პასუხი გვაქვს: „გვსურს თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ყველაფერი ახალი – თეატრალური ფორმა, ტექსტი, მსახიობი, მაყურებელი, ღირებულებები, აზრი“.
გვსურს, გავარღვიოთ საზღვრები, შევიცნოთ ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობი კულტურა, ახალი და განსხვავებული მიდგომა ხელოვნებისა და სამყაროს მიმართ“.

განვლილი 9 წლის მანძილზე, ღონისძიებამ უმასპინძლა 170 კომპანიას ქვეყნებიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა. ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არის რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტასნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, 
სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვიჩი.

„ქართული თანამედროვე თეატრის გასაცნობად, ერთობლივი და გაცვლითი პროექტების დასაგეგმად,  პროდიუსერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ თბილისს. 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა 500-ს აღემატება, ნათამაშები გვაქვს 350 ქართული წარმოდგენა.  წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი ქართული თეატრის მიმართ. ასევე იზრდება საერთაშორისო საგასტროლო რუკა, სადაც მიწვეულნი არიან ქართული თეატრალური დასები. ტრადიციულად, წელსაც 80-ზე მეტ სტუმარს ველოდებით, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალებს, თეატრებს და საპროდიუსერო კომპანიებს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ბილეთები უკვე იყიდება.