სიახლეები

ფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

20.07.2017

ბილეთების გაყიდვა დაიწყო!!! 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, შემოდგომაზე მე-9 სიცოცხლეს დაიწყებს!
დღეს თქვენთვის - ერთგული მაყურებლისთვის ფესტივალის კარი გაიხსნა, ფესტივალის სალარომ მუშაობა დაიწყო!

ფესტივალის ბილეთები:
10 / 20 / 30 / 40 / 55/ 80 ლარი

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება !!!
- ფესტივალი, საერთაშორისო პროგრამის ყველა სპექტაკლზე გთავაზობთ - საზაფხულო 20% ფასადაკლებას (აქცია არ ვრცელდება ბილეთების ონლაინ რეჟიში შესყიდვისას) აქცია ძალაშია 20 ივლისიდან - 20 აგვისტოს ჩათვლით!
- სპექტაკლზე „ფრანგები“ დარჩენილია მცირე რაოდენობის ბილეთები და მსურველებს გთხოვთ წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.

ასევე მნიშვნელოვანია!
დღეიდან როგორც სალაროში, ასევე ონლაინ გაყიდვაშია ფესტივალის აბონემენტები: 
პირველი კატეგორიის აბონემენტი - 200 ლარი (აბონემენტს უკვე დაკლებული აქვს 30%) 
მეორე კატეგორიის აბონემენტი - 160 ლარი (აბონემენტს უკვე დაკლებული აქვს 30%))
აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია - სულ 100 აბონემენტი!

სალარო მუშაობს ყოველ დღე
12:00 – 20:00 (შესვენება 15:00 – 16:00)
დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
http://tbilisiinternational.com/ge/box-office

ასევე!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ-გვერდზე:
https://biletebi.ge/startup.aspx?id=19&hi=23

Tickets for Tbilisi International Festival of Theatre are available at Marjanishvili Theatre Box Office. (8 Marjanishvili street)
Or purchase online: www.biletebi.ge