სიახლეები

EFEE -ს საერთაშორისო ჟიურიმ 715 ფესტივალს შორის გამოავლინა ევროპის 26 ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიის ლაურეატებად.
 

03.08.2017

ევროპის თეატრების ასოციაციამ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით  715 ფესტივალს შორის დაასახელა 26 ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიის ლაურეატებად.

ამ 26 ქვეყანას და ფესტივალს შორის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია - თბილისი, საქართველო. 
ლაურეატობის კრიტერიუმი ფესტივალების სამაგალითო სამუშაო , თავდადება, ხარისხი და ის როლია, რასაც ეს ფესტივალები ხელოვნების, ქვეყნის, საზოგადოებისა და რეგიონის განვითარებაში თამაშობენ. 

EFEE -ს წოდება (ფესტივალები ევროპისათვის -  ევროპა-ფესტივალებისათვის) და პრემია  ფესტივალის და თბილისის, საქართველოს საერთაშორისო კულტურულ და და ტურისტულ სივრცეებში რეკლამის ერთერთი მნიშვნელვანი საშუალებაა -  საერთაშორისო EFEE ორგანიზაციამ სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა ევროპაში.

პრემიის ლაურეატები დაასახელა საერთაშორისო პრესტიჟულმა  ჟიურიმ: სერ ჯონათან მილსი   (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი) , თამარ ბრუგმანი (ნიდერლანდები), პიტერ ფლორენსი (დიდი ბრიტანეთი), კენგ სენ ონგი (სინგაპური), ჰარის პასოვიცი (ბოსნია-ჰერცოგოვინა), პაველ პოტოროჩინი (პოლონეთი), ნენატო კუალია (იტალია), ირენ როსი (ბელგია), ფურზინა სზეპი (უნგრეთი). 
 

18 სექტემბერს ბრიუსელში ამ 26 ფესტივალიდან და ქვეყნიდან რამდენიმეს მიენიჭება პრესტიჟული პრემია. დაჯილდოვება შედგება BOZAR-ის ცენტრში.
პრემიის გადაცემას დაესწრებიან ევროპაში პრესისა და მედიის წარმომადგენლები,  EU კულტურის კომისარი ტიბორ ნავრასიჩი და პრემიის სპონსორები და ფონდების წარმომადგენლები.