სიახლეები

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კლუბის პროგრამა 2017

 

09.08.2017

ფესტივალის კლუბი და კლუბის პროგრამა -  ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილია.

პირველად ფესტივალის კლუბი 2009 წელს წარვადგინეთ, საკმაოდ გაუბედავად. მაგრამ მაყურებელმა, კლუბის სტუმრებმა მეტი სითამამისკენ გვიბიძეგს და ნელ-ნელა კლუბის პროგრამა  „ წელში გაიმართა“  ფესტივალის  მეგობრებისა და საუკეთესო მუსიკოსების დახმარებით. მეტიც -  წელს ფესტივალის კლუბი „პრემიერასაც“  კი გვთავაზობს.

 

კლუბის ატმოსფერო ჩვენთან ყოველთვის განსაკუთრებულია - საღამოები სპექტაკლების მერე; განსაკუთრებული საუბრები ხელოვნებაზე; თეატრზე; ემოციისგან დაცლა დისკუსიით და გაზიარებით;  ღვინის  თანხლებით და სექტემბრის განუმეორებელი ხიბლით -  შესანიშნავი დრო გელით. 

 

მაშ ასე -  ფესტივალის კლუბი „სტრადა“  | მისამართი: კოტე მარჯანიშვილი #5

ღვინო -  ვინივერია

 

პროგრამა

 

21 სექტემბერი
ნინო ქათამაძე

ბილეთის ფასი: 35 ლარი
დასაწყისი: 22:00

 

24 სექტემბერი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს 
MOCKEMALÖR - თან და ლევან ცხადაძესთან ერთად. (საქართველო - გერმანია)

ხანგრძლივობა: 90 წუთი, ერთი შესვენებით
Webwww.mockemaloer.de | www.levantskhadadze.com
დასაწყისი22:00
ბილეთის ფასი: 35 ლარი

 

3 ოქტომბერი
ნიკა მაჩაიძე

ელექტრონული მუსიკა
დასაწყისი: 22:30

 

 

ოქტომბერი
მიშა მდინარაძე
ეთნო ჯაზი
დასაწყისი: 22:30

 


იარეთ სპექტაკლებზე, სპექტაკლის შემდეგ შემოგვიერთდით ფესტივალის კლუბში, შეხვდით ფესტივალის მონაწილეებს, მსახიობებს, რეჟისორებს, დრამატურგენბს და საინტერესო ადამიანებს!

ერთად გავატაროთ შემოდგომის საღამოები კლუბში  - “რესტორანი სტრადა"

მისამართიმარჯანიშვილის 5 

მარჯანიშვილის თეატრის პირდაპირ

 

22:00 - 02:00 საათამდე!