პრეს-რელიზები

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფენრენცია-პრეზენტაცია

10.06.2018

2018 წელს თბილისი უკვე მე-10 თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. 10 წლის განმავლობაში ფესტივალი არა მარტო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა, არამედ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს  შორის ერთერთი ლიდერია.

ყოველ წელს ფესტივალი არა მარტო საუკეთესო სპექტაკლებს წარადგენს არამედ გამოწვევის, დისკუსიისა და კამათის მცდელობაა  საზოგადოებასთან; კამათისა და დისკუსიის, რომელიც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე; მომავალ თაობაზე.

„ჩვენ ვქმნით მომავალი თაობებისათვის“ -  პიპო დელ ბონო წერდა თავის სპექტაკლის შესახებ.

მუდმივ კითხვაზე თუ რა სურს ფესტივალს, ჩვენ ასეთი პასუხი გვაქვს: “გვსურს თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ყველაფერი ახალი - თეატრალური ფორმა, ტექსტი, მსახიობი, მაყურებელი, ღირებულებები, აზრი... გვსურს გავარღვიოთ საზღვრები, შევიცნოთ ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობი კულტურა, ახალი და განსხვავებული მიდგომა ხელოვნებისა და სამყაროს მიმართ“

თუკი „რეალობის ნატიფი გრძნობით“ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ წელსაც, ფესტივალის „მეათე  სიცოცხლე“  თანამედროვე ადამიანისა და სამყაროს ერთგვარი მოდელია , კადრი - რომელიც ასახავს თითქმის ყველაფერს,  რასაც  დღეს ადამიანი განიცდის, რაზეც ოცნებობს, რასაც ცდილობს და რისკენაც მიილტვის;

 

მოკლედ ისტორია:

9  წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 170 კომპანიას ქვეყნებიდან: იტალია,  გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არის რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი. მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისაკენ.

მაყურებლის რაოდენობა: 43 530

წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი ჩვენ ვუმასპინძლებთ ისეთ ვარსკვლავებს  როგორებიც არიან:  მიხეილ ბარიშნიკოვი,  თაიგერ ლილიზ,   ცირკ ელუაზი, თალია თეატრი ნინო ხარატიშვილის  ეპოქალური  რომანით მერვე სიცოცხელ (ბრილკასთვის) და სხვა  ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო ფორმის წარმოდგენებს.

 

 

ტრადიციულად!

ქართული სპექტაკლების პროგრამა ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს  და გასული სეზონის შეჯამებაა. ქართული თანამედროვე თეატრის გასაცნობად, ერთობლივი და გაცვლითი პროექტების დასაგეგმად  პროდიუსერები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ თბილისს. 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა 500-ს აღემატება, ნათამაშები გვაქვს 350 ქართული წარმოდგენა.  წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი ქართული თეატრის მიმართ და ასევე იზრდება საერთაშორისო საგასტროლო  რუქა სადაც მიწვეულნი არიან ქართული თეატრალური დასები.  ტრადიციულად წელსაც 80-ზე მეტ სტუმარს ველოდებით, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალებს, თეატრებს და საპროდიუსერო კომპანიებს წარმოადგენენ.

მაშ ასე! მე-10 თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წარმოგიდგენთ!

საერთაშორისო პროგრამას - 14 სექტემბერი - 30 სექტემბერი

ქართული სპექტაკლების პროგრამას - 25 სექტმებერი - 29 სექტერი

საკონტაქტო პირი: თამარ ლალიაშვილი

ტელ: +995 574 77 11 71 / Email: tamuna@tbilisiinternational.com