1 ოქტომბერი- მარია ბრაუნის ქორწინება, გერმანია

05.09.2016

2016 წლის 1ოქტომბერი, 20:00 საათზე
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა) 
 

რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმის მიხედვით, სცენარი: პეტერ მერთესმაიერი, პეა ფრიოლიჰი
მარია ბრაუნის ქორწინება, გერმანია

რეჟისორი: თომას ოსტერმაიერი

სცენოგრაფია: ნინა ვეტცელი

კოსტიუმების მხატვრები: ულრიკე გუთბროდი, ნინა ვეტცელი

ვიდეო: სებასტიენ დიუპუი

მუსიკის ადაპტაცია: ნილს ოსტენდორფი

ფოტო: არნო დეკლერი

 

მონაწილეობენთომას ბადინგი, რობერტ ბაიერი, მორიც გოტვალდი, ურსინა ლარდი, სებასტიან შვარცი

 

სპექტაკლის შესახებ:

ჰერმან და მარია ბრაუნები გახურებული მეორე მსოფლიო ომის დროს ქორწინდებიან. ცერემონიიდან მეორე დღეს, ახალდაქორწინებული ჰერმანი ფრონტზე მიდის და ომის დასასრულს უკან აღარ ბრუნდება. ქმრის მომლოდინე მარია ცდილობს, როგორმე თავი გაიტანოს. ქმრის დაღუპვის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, მარია ურთიერთობას გააბამს შავკანიან კაცთან. ერთ საღამოსაც, როცა მარია აპირებს კაცს ლოგინში ჩაუწვეს, კარში ჰერმანი შემოდის. ხანმოკლე კამათის შემდეგ, მარია საყვარელს მოკლავს. ცოლის დასაცავად ჰერმანი დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს და ციხეში აღმოჩნდება. ქმრის არყოფნაში მარია ცდილობს, უკეთესი საერთო მომავლისთვის იშრომოს და ელოდება დღეს, როცა ჰერმანი ხელახლა დაუბრუნდება. მარიას ღრმად სწამს, რომ თავად აკონტროლებს საკუთარ ემოციურ ცხოვრებას, თუმცა სინამდვილეში მას ეკონომიკის წესები მართავენ, მარია სულ უფრო მეტად ეფლობა გერმანიის რესპუბლიკის აყვავებულ ეკონომიკაში. ეს შეცდომა მას ძვირად დაუჯდება.

 
„მარია ბრაუნის ქორწინება“ ფასბინდერის 38-ე ფილმია, რომელიც მან თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე გადაიღო. ფილმი წარმოადგენს „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრილოგიის“ პირველ ნაწილს (დანარჩენი ფილმები: „ლოლა“ და „ვერონიკა ფოსის სევდა“) და ერთ-ერთი ცენტრალური ნამუშევარია, რომლითაც ფასბინდერი ფედერაციული რესპუბლიკის მითს უპირისპირდება.

 

ხანგრძლივობა: 1 საათი, 45 წუთი  (შესვენების  გარეშე)

 

თეატრის შესახებ:
თეატრი Schaubühne დაარსდა 1962 წელს. ტომას ოსტენმაერი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია 1999 წლის შემდეგ. მან დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა ჩამოეყალიბებინა მუდმივმოქმედ მსახიობთა დასი, რომლებთანაც დღემდე თანამშრომლობს. პერიოდულად დასს ემატებიან ახალი მსახიობებიც.

თეატრი სულ მცირე 10 საპრემიერო სპექტაკლს უშვებს ერთი თეატრალური სეზონის განმავლობაში გარდა იმ 30 სპექტაკლისა, რომელიც თეატრის  რეპერტუარში არსებობს. თეატრის კონცეფციაა ანსამბლურობა ანუ მსახიობთა და დრამატულ გმირთა ერთიანობა სცენაზე სხვადასხვა სიტუაციებში.

თეატრი გამოირჩევა ორიგინალური სტილისტიკით და განსხვავებული მიდგომებით სარეჟისორი ხელოვნებისადმი. სპექტაკლი აუცილებლას უნდა შეიცავდეს ცეკვისა და მუსიკის ახალ ფორმებს. თეატრი  მუდამ თანამედროვე ექსპერიმენტული თეატრის ფორმების ძებნაშია და ყურადღებას ამახვილებს თხრობასა და ტექსტის (როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურის)  ზედმიწევნით აღქმაზე რაც პიესის შეკვრის ელემენტია. რეპერტუარი მოიცავს როგორც მსოფლიო კლასიკას ასევე საყოველთაოდ ცნობილი თანამედროვე ავტორების პიესებს. ბოლო 13 წლის მანძილზე თეატრმა გამართა 90 უცხოური და გერმანული პიესის პრემიერა. ეს თეატრის მუშაობის უმნიშვნელოვანესი  შემადგენელი ნაწილია.

რეგულარულმა საერთაშორისო გაცვლითმა პროგრამებმა დიდი სიკეთე მოუტანა  თეატრ Schaubühne-ს და მის გუნდს. ისინი ახლოს გაეცნენ  განსხვავებულ თეატრალურ ტრადიციებს. თეატრში ისეთი ცნობილი რეჟისორების გვერდით , როგორებიც არიან ტომას ოსტენმაიერი, ფალკ რიხტერი, მიქაელ თალჰეიმერი, მარიუს ვონ მაიენბურგი და პარტიკ ვენგენროტი,  ასპარეზი ეთმობათ ცნობილ უცხოელ რეჟისორებს. ამჟამად თეატრში უჩვენებენ რომეო კასტელუჩის, კატი მითჩელის, როდრიგო გარსიას , იაელ რონენის და ქორეოგრაფ კონსტანცა მარკესის დადგმებს. 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველ გაზაფხულს ახალი დრამის საერთაშორისო ფესტივალი იმართება  (F.I.N.D.), რომელიც ცნობლ უცხოელ რეჟისორებს აძლევს საშუალებას თეატრ Schaubühne -ში აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები.  

www.schaubuehne.de

 

საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com