6 ოქტომბერი- ტროელი ქალები, იაპონია

07.09.2016

2016 წლის 6ოქტომბერი, 20:00 საათზე
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა) 


ვრიპიდეს პიესის მიხედვით ადაპტაცია ტადაში სუძუკისა
ტროელი ქალები, იაპონია

რეჟისორი: ტადაში სუძუკი

კოსტიუმები, სცენოგრაფია, განათება: ტადაში სუძუკი

ფოტო: ტადაში სუძუკი

 

მონაწილეობენ:

ღმერთის ქანდაკება: იასუჰირო ფუჯიმოტო
მოხუცი ქალი/ჰეკუბა/კასანდრა: მაკი საიტო
ყვავილების გამყიდველი/ანდრომაქე: აკი სატო-ჯონსონი
სამურაები/ბერძენი ჯარისკაცები: იოიჩი ტაკემორი, დაისუკე უეტა, ჰარუო იშიკავა
მოხუცი კაცები და ქალები/ტროელები:  რისა კიტო, ჰარუკა კიიამა, ტაკატო ჰირიგაკი, დაიკი ტაკეუჩი, იუკი იიძუკა
კაცი დამტვრეულ მანქანაში: მასაჰარუ კატო

 
ხანგრძლივობა: 70 წუთი
 

კომპანიის შესახებ:
1976 წელს ტადაში სუძუკიმ თავისი თეატრალური დასი „ვასედა შოგეჯიკო“, რომელიც მთელი ათი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ახალ თეატრალურ მოძრაობას იაპონიაში,  ტოკიოს ცენტრიდან აღმოსავლეთ იაპონიის მთებში, მოშორებულ სოფელში, ტოგაში გადაიტანა. ეს გადაწყვეტილება იყო ერთგვარი წინააღმდეგობა ტოკიოში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინსტიტუციების თავმოყრისადმი.

სუძუკის ტოგის კომპანია მალე 35 წლის იუბილეს აღნიშნავს; იგი კვლავაც უნიკალურია იაპონიაში. სუძუკის არტისტული ხედვის ხორცშეხსმის გარდა, კომპანია უმაღლესი სტანდარტებით ახერხებს თავისი სივრცეების გამოყენებას და სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით.

პარადოქსია, მაგრამ გიგანტური მეტროპოლისიდან იზოლირებულ სოფელში გადასვლამ სუძუკის ტოგის კომპანიას კიდევ უფრო მეტი მიმდევარი გაუჩინა. ისინი ამ მოშორებულ ადგილას პილიგრიმობას ტოტალური თეატრალური გამოცდილების ნაწილად აღიქვამენ.

უფრო მეტიც, თეატრის უნივერსალურობის შესახებ სუძუკის მოსაზრების დასადასტურებლად, მრავალი წლის მანძილზე (1982-1999) ტოგა მასპინძლობდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ტარდებოდა ვორკშოპები სუძუკის მსახიობის ოსტატობის მეთოდში, რომელიც ასე პოპულარულია მთელ მსოფლიოში; ასევე იწვევდნენ თეატრალურ დასებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათი ვიზიტები არა მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენებს, არამედ ტოგაში ცხოვრებას და ურთიერთთანამშრომლობასაც მოიცავდა. სოფელში ასევე ჩაისახა არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტი, აქ განვითარებული თანამშრომლობის შედეგად შექმნილმა წარმოდგენებმა მსოფლიო ტურნეები მოიარა. 1972 წ. პარიზში ჩატარებული პირველი გასტროლიდან მოყოლებული, კომპანიამ ოცდაათამდე ქვეყნის ოთხმოცზე მეტ ქალაქში ჩაატარა გასტროლები. საზაფუხლო და ზამთრის ფესტივალებისა და საკუთარი სპექტაკლების გარდა, სუძუკის ტოგის კომპანია ასევე განაგრძობს მუშაობას, როგორც საერთაშორისო კვლევითი ცენტრი - საშემსრულებლო ხელოვნების პრაქტიკოსთათვის; ასევე ფუნქციონირებს საშემსრულებლო ხელოვნების დოკუმენტებისა და მასალების არქივი.

 

 

საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com