3 ოქტომბერი - მეფე ჯონი, სომხეთი

06.09.2016

2016 წლის  3 ოქტომბერი, 20:00 საათზე
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი (დიდი სცენა) 


უილიამ შექსპირი
მეფე ჯონი

რეჟისორი: ტიგრან გასპარიანი

კომპოზიტორი: ედუარდ ჰაირაპეტიანი

მხატვრები: ვაჰაგ ტევანიანი, მერი სარგსიანი

ფოტო: არეგ ვარდანიანი

 

მონაწილეობენ:

ჯონი - ა. მარუტიანი

ბასტარდი - ტ. ნერსისიანი

ელინორი - ნ. ხერანიანი

კონსტანსი - ა. ვარდანიანი

ფილიპი - ა. ხაჩატრიანი

ჰუბერტი - ა. საფარიანი

კარდინალი - ა. მარგარიანი

ლუდოვიკი - დ. გასპარიანი

არტური - ნ. ჰაიკაზიანი

ბლანში - ლ. აბრამიანი

 

სპექტაკლის შესახებ:

შექსპირის ტრაგედიის, „მეფე ჯონის“ დადგმა გ. სუნდუკიანის სახელობის ნაციონალური აკადემიური თეატრის ბოლო ორწლიანი შემოქმედებითი წარმატებების გაგრძელებაა. პრემიერა დიდი ინგლისელის სამშობლოში, „გლობუსის“ თეატრის ცნობილ სცენაზე შედგა. ისტორიული რეალობა იმ მარტივი ჭეშმარიტების დადასტურებაა, რომელიც ამდრიდრებს შექსპირის სომხურ დადგმას. სპექტაკლის წარმატება განპირობებულია შექსპირის დრამატურგიის კარგი ცოდნით, სწრაფ და მოულოდნელ გადაწყვეტებზე, რომლებიც მდიდარ სასცენო სურათებზეა აგებული; ლაკონური სტილი ავსებს მხატვრულ სახეებს, დახვეწილი, სხვადასხვა ფორმისა და ფერის კოსტიუმები, განწყობა და სენსიტიური ატმოსფერო ქმნის მუსიკალურობას; დღეს უკვე ცნობილ მსახიობთა დასი თავის დროზე შექსპირის სპეციალისტებისთვისაც კი დიდი სიურპრიზი იყო. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შექსპირის სომხური დადგმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღმოჩნდა.  

 

ხანგრძლივობა: 2 საათი (1 შესვენებით)


თეატრის შესახებ:
პირველი სახელმწიფო თეატრი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ეწოდა კლასიკოსი დრამატურგის, გაბრიელ სუნდუკიანის სახელი. თეატრის პროგრამამ და რეპერტუარმა წინა პლანზე წამოსწია ძლიერი შემოქმედებითი იმპულსები და გზა გაუხსნა შესანიშნავ სომეხ მსახიობებს, ეროვნული სამსახიობო სკოლის საუკეთესო წარმომადგენლებს. 21-ე საუკუნის დასაწყისში აქცენტი გაკეთდა ახლებურ სარეჟისორო ხედვაზე, რამაც მთლიანად გადაახალისა თეატრის შემადგენლობა. ერთი მეორის მიყოლებით დაიდგა ისეთი სპექტაკლები, როგორებიცაა ლევონ შანტის „ძველი ღმერთები“, ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“, ფ.გ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, ტ. უილიამსის „ტრამვაი სახელად „სურვილი“, რ. შაროიანის „ჩვენი წილი ბედნიერება“, ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, ფრანც ვერფელის „მუსა დაგის 40 დღე“, ანტონიო ბუერო ვალეხოს „გოია“, „ლეგენდა მაკბეტზე“ უ. შექსპირის მიხედვით და სხვ. დღეს სუნდუკიანის სახელობის თეატრი ყველაზე ძველია, მაგრამ თან ყველაზე ახალგაზრდაა, რადგან უარს არ ამბობს ტრადიციებზე, არ ივიწყებს ისტორიას, მაგრამ მაინც ახლებური თეატრია, რომელიც ახერხებს ძველსა და ახალს შორის პარალელები გაავლოს. 

 

 

საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com