ფესტივალის პრეს რელიზი 2017

20.07.2017

2017 წლის შემოდგომაზე   დედაქალაქი  რიგით მე-9  თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა სულ მოკლე ხანში შეძლო მოეპოვებინა საერთაშორისო პრესტიჟი, პოპულარობა  და რეპუტაცია. როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, თბილისის ფესტივალიც ერთგვარი ფანჯარაა მსოფლიოში მოქალაქეებისათვის.

თბილისისათვის ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია,   კულტურული  ხიდი დასავლეთსა და ღმოსავლეთს შორის; თანამედროვე მსოფლიოსთვის კი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე , ადგილი, სადაც უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწურავი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება ხდება. 

2017 წლის 18 სექტემბერიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალი წარადგენს:

  • საერთაშორისო პროგრამას
  • პროგრამას  New
  • ქართული სპექტაკლების პროგრამას  2- 6 ოქტომბერი
  • ფესტივალის კლუბის პროგრამას
  • საერთაშორისო   გამოფენებს, კონფერენციებს, სპეციალურ სტუმრებს, ვორქშოფებს და სემინარებს.


მაშ ასე!

18 სექტმებრიდან თბილისში - გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის,  დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის  მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები!

 

სახელგანთქმული კშიშტოფ  ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და დედ ცენტრის „ჩეხოვის ბოლო  პიესა“,  ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები;  ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ  გასროლილი  კითხვები- მომავლის განსზაღვრისათვის - შტოლპეშტაინე.

ასევე  ტრადიციულად  თეატრის შენობის გარეთ - წელს ღია ცის ქვეშ  - მაყურებელი  TEN -ს  იხილავს (Deaf Men Dancing company ) ქუჩის წარმოდგენა ბრიტანული ჟესტების ენის, მიმიკის, ფიზიკური თეატრისა და ცეკვის საშუალებით.


2-6  ოქტომბერი ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი -  ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase!

ქართული სპექტაკლების პროგრამა  გასული  სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების  მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 90-მდე საერთაშორისო სტუმარს ველოდებით.      

წელს  ფესტივალის კლუბი,  განსაკუთრებული და მრავალფეროვანი პროგრამით    უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებელს 


საკონტაქტო პირი:
თამარ ლალიაშვილი
პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: +995 574 77 11 71, +995 322 95 35 82
E-mail: tamuna@tbilisiinternational.com

 

 

საერთაშორისო პროგრამა!

 

18 სექტემბერი

შაუშპილ დორტმუნდი, გერმანია

 

სემუელ ბეკეტი

თამაშის დასასრული

რეჟისორი კაი ფოგესი

 

ადგილი: სამეფო უბნის თეატრი

ხანგრძლივობა: 80 წუთი უანტრაქტოდ

ვებგვერდი: www.theaterdo.de

 


21, 22 სექტემბერი

დედ ცენტრი, ირლანდია

 

დედ ცენტრი და ანტონ ჩეხოვი

ჩეხოვის პირველი პიესა

რეჟისორი ბუშ მუკარზელი და ბენ კიდი

 

ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი | დიდი სცენა

ხანგრძლივობა: 70 წუთი უანტრაქტოდ

ვებგვერდი: www.deadcentre.org

 


 

 

26 - 27 სექტემბერი

ბადენის შტატსთეატრი კარლსრუე, გერმანია

 

ჰანს-ვერნერ კრიოზინგერი, რეგინე დურა

ხსოვნის ქვები შტატსთეატრიდან

რეჟისორი ჰანს-ვერნერ კრიოზინგერი

 

ადგილი: კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

ხანგრძლივობა: 120 წუთი უანტრაქტოდ

ვებგვერდი: www.staatstheater.karlsruhe.de

 

 


 

 

 

25, 26 სექტემბერი

ემილია რომანიას თეატრალური ფონდი, იტალია

 

ლუიჯი პირანდელო

კუ

რეჟისორი ლევან წულაძე

 

ემილია რომანიას თეატრალური ფონდისა და

კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული

თეატრის პროდუქცია

ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის

 სახელმწიფო დრამატული თეატრი | დიდი სცენა

ხანგრძლივობა:  75 წუთი, უანტრაქტოდ

ვებგვერდები:  www.emiliaromagnateatro.com | www.marjanishvili.com

 


28 სექტემბერი

სანქტ-პეტერბურგის თეატრი სახელოსნო, რუსეთი

პროგრამა NEW

 

მიხაილ ბულგაკოვი

ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები

რეჟისორი გრიგორი კოზლოვი

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი უანტრაქტოდ

ვებგვერდი: www.vteatrekozlov.net

ბილეთები:

 


30 სექტემბერი | 1 ოქტომბერი

ფომენკოს თეატრი-სახელოსნო, რუსეთი

 

ივან ბუნინი

ბოლო პაემნები

რეჟისორი იური ტიტოვი

 

ადგილი: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი | დიდი სცენა

ხანგრძლივობა: 120 წუთი უანტრაქტოდ

ვებგვერდი: www.fomenko.theatre.ru

ბილეთები:

 


 

2,3 ოქტომბერი

ნოვი თეატრი, საფრანგეთი

 

პრუსტი / ვარლიკოვსკი

ფრანგები

რეჟისორი კშიშტოფ ვარლიკოვსკი

 

ადგილი: Expo Georgia

ხანგრძლივობა:  280 წუთი, 2 ანტრაქტით

ვებგვერდი: www.nowyteatr.org

 


8-9 ოქტომბერი

ბუქარესტის ნაციონალური თეატრი, რუმინეთი
 

ანტონ ჩეხოვი                                                                           

ალუბლის ბაღი
პრემიერა

 

რეჟისორი: დავით დოიაშვილი

ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის

 სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

 


 

 

ფესტივალის კლუბი - “რესტორანი სტრადას ეზო”

 

24 სექტემბერი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს MOCKEMALÖR-თან და ლევან ცხადაძესთან ერთად (საქართველო - გერმანია)

მექი დანა და მისი მეგობრები - ბერლინური რევიუ

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი, ერთი შესვენებით
ვებგვერდი: www.mockemaloer.de | www.levantskhadadze.com


 

21 სექტემბერი

ნინო ქათამაძე

საავტორო კონცერტი

 


 

3 ოქტომბერი

Natalia Beridze & Nikakoi LIVE & Luna989 (dj Set)
ელექტრონული მუსიკა

 


 

6 ოქტომბერი

მიშა მდინარაძე

ეთნო ჯაზი