პრესა

წყალწვის ძალა

10.11.2016

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეორედ მასპინძლობს ნორვეგიელ რეჟისორსა და ქორეოგრაფს, კარი ჰოასს. გასულ წელს მაყურებელსა და კრიტიკოსებს საშუალება ჰქონდათ პროგრამა NEW-ს ფარგლებში ენახათ დრამატული სახელწოდების ქორეოგრაფიული ოპუსი "სასოწარკვეთილების ზღვარზე” (ფიზიკური თეატრის ტიპური ნიმუში, რომელიც სხვათა შორის, კრიტიკოსებმა სპეციალური პრიზითაც აღნიშნე

ამჯერად, ქორეოგრაფს აინტერესებს წყლის სტიქია, კლიმატის ცვლილებები და შესაბამისად, ექსტრემალურ მდგომარეობაში მოქცეული სხეულების რეაქცია, შესაძლებლობები, მათი გამოხატვის ფორმები და ა.შ. წარმოდგენა სახელწოდებით ”წყლად გადაიქეცი” არა მხოლოდ დროული, ან თუნდაც მოდური გამოძახილია ეკოლოგიურ თემებზე; ეს სოციალური და ექსპრესიონისტული ფორმის ძიებასაც ნიშნავს და მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების შესახენ ერთგვარ  გაფრთხილებაც.

არცთუ მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით, უფრო ზუსტად ფიზიკურად კარგად გაწვრთნილი ქალებითა  და კაცებით ”დასახლებული” წყლის სამყარო, ერთი საათის განმავლობაში ბევრ რამეს ასწრებს - მიქცევას, მოქცევას, დაწყნარებას, მღელვარებას... ხოლო შთამაგონებელი ძალის სხეულები ელექტომუსიკისა და აღმოსავლური საკრავის, დუდუკის თანხლებით (რაც ძალიან მოულოდნელია) ისეთ სიფაქიზეს გამოსცემენ, გეგონებათ ეკოლოგიური კატასტროფა, გვალვა, წყალდიდობა, ომი საერთოდ არ განუცდიათ.

კარი ჰოასი რასაკვირველია, კარგად იცნობს თანამედროვე ცეკვის თითქმის უსაზღვრო შესაძებლობას და ამიტომ რადიკალური თუ ექსპერიმენტული მიდგომა მისთვის გადამწყვეტია. მას შეუძლია შეინარჩუნოს, დახვეწოს, ან განავრცოს ეს ცოდნა ქორეოგრაფიული ძიების ფარგლებში, რომელიც სიმართლე ვთქვათ, მოკლებელია ელვარებასა და ირონას. თუმცა მეორეს მხრივ, შესანიშნავი განათების დახმარებით კარგად გვიხატავს მოსალოდნელ, თითქმის მშვიდ აპოკალიფსს კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე.

და რაც მთავარია, თავად ცეკვა წყალწვის ნელ, მაგრამ დამაჯერებელ ძალას გვაგრძნობინებს.
 

დავით ბუხრიკიძე