პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ორშაბათი, 18სექტემბერი
მდებარეობა: სამეფო უბნის თეატრი
სემუელ ბეკეტი

თამაშის დასასრული

რეჟისორი კაი ფოგესი

მხატვარი მიხაელ ზიბეროკ-სერაფიმოვიჩი

 

მონაწილეობენ: ფრანკ გენზერი, უვე შმიდერი

 

თეატრის შესახებ:

შაუშპილ დორტმუნდი, როგორც მუნიციპალური თეატრი, დორტმუნდის თეატრის ხუთთაგან ერთ-ერთი ნაწილია. 2010 წლიდან თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრია (სამხატვრო ხელმძღვანელი კაი ფოგესი). შაუშპილ დორტმუნდს ფართო სპექტრის საერთაშორისო პროექტები აქვს. მისი პროდუქცია 2010 წლიდან მოყოლებული აერთიანებს თეატრალურ ხელოვნებას, ინსტალაციებსა და მედიას, სპეციალური კოდირებითა და ინტერაქტიულ ფორმატებს. თეატრისადმი ასეთი პროგრესული მიდგომის გამო მან უკვე მოიპოვა პოზიტიური რეპუტაცია; თეატრი სულ უფრო მეტად იზიდავს ახალგაზრდა მაყურებელს.

 

სპექტაკლის შესახებ:

 

„თამაშის დასასრული“ (1957) სემუელ ბეკეტის ცნობილი პიესაა, რომლის მთავარი პერსონაჟები ჰამი და კლოვი არიან (ბატონი და მსახური). ისინი გამუდმებით ეკითხებიან საკუთარ თავს, რატომ უნდა იყვნენ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის თავიდან მოცილებას ცდილობენ. მარადიული დამოკიდებულების გააზრებისას ამ დასკვნამდე მიდიან: „ისევ ვცდილობთ, ისევ ვმარცხდებით, ისევ უკეთ ვმარცხდებით.“

რეჟისორ კაი ფოგესის  სპექტაკლი პიესის ფიზიკური ინტერპრეტაციაა, რომელშიც გვხვდება ხშირი გამეორებები, განსაკუთრებული ხმოვანი რიგი, რომელიც მაყურებლის სხეულებში „აღწევს“.

 

 

პრესა:

 

„შაუშპილ დორტმუნდის მცირე სცენაზე სემუელ ბეკეტის ერთმოქმედებიანი პიესა, „თამაშის დასასრული“ პირდაპირი გაგებით კანქვეშ გიძვრებათ, თქვენს ყურებში აღწევს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით: რასაც ეს ორი მსახიობი აჩვენებს სცენაზე, ნამდვილად გენიალურია.“

 

(ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგ / ვესტფალიშე რუნდშაუ 13.11.2012)

 

 

ხანგრძლივობა: 80 წუთი უანტრაქტოდ

ბილეთები: 20, 30 ლარი

ვებგვერდი: www.theaterdo.de

© Birgit Hupfeld

შაუშპილ დორტმუნდი, როგორც მუნიციპალური თეატრი, დორტმუნდის თეატრის ხუთთაგან ერთ-ერთი ნაწილია. 2010 წლიდან თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრია (სამხატვრო ხელმძღვანელი კაი ფოგესი). შაუშპილ დორტმუნდს ფართო სპექტრის საერთაშორისო პროექტები აქვს. მისი პროდუქცია 2010 წლიდან მოყოლებული აერთიანებს თეატრალურ ხელოვნება, ინსტალაციებსა და მედიას, სპეციალური კოდირებითა და ინტერაქტიულ ფორმატებს.

 

ვებგვერდი: www.theaterdo.de