პროგრამა სრულად

პროგრამა: ივენთები
დასაწყისი: 22:00 - ხუთშაბათი, 21სექტემბერი
მდებარეობა: სტრადა

ნინო ქათამაძე

ფესტივალის კლუბი და კლუბის პროგრამა -  ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილია.

პირველად ფესტივალის კლუბი 2009 წელს წარვადგინეთ, საკმაოდ გაუბედავად. მაგრამ მაყურებელმა, კლუბის სტუმრებმა მეტი სითამამისკენ გვიბიძეგს და ნელ-ნელა კლუბის პროგრამა  „ წელში გაიმართა“  ფესტივალის  მეგობრებისა და საუკეთესო მუსიკოსების დახმარებით. მეტიც -  წელს ფესტივალის კლუბი „პრემიერასაც“  კი გვთავაზობს.

 

კლუბის ატმოსფერო ჩვენთან ყოველთვის განსაკუთრებულია - საღამოები სპექტაკლების მერე; განსაკუთრებული საუბრები ხელოვნებაზე; თეატრზე; ემოციისგან დაცლა დისკუსიით და გაზიარებით;  ღვინის  თანხლებით და სექტემბრის განუმეორებელი ხიბლით -  შესანიშნავი დრო გელით. 

 

მაშ ასე -  ფესტივალის კლუბი „სტრადა“  | მისამართი: კოტე მარჯანიშვილი #5

ღვინო -  ვინივერია

 

პროგრამა

 

1სექტემბერი
ნინო ქათამაძე

ბილეთის ფასი: 40 ლარი
დასაწყისი: 20:00