პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - სამშაბათი, 3ოქტომბერი
მდებარეობა: ექსპო ჯორჯია
მარსელ პრუსტი / ვარლიკოვსკი

ფრანგები

რეჟისორი  კშიშტოფ ვარლიკოვსკი

 

განათების მხატვარი ფელის როსი

ვიდეო დენი გეგინი

ანიმაცია კამილ პოლაკი

დრამატურგი პიოტრ გრუშჩინსკი

დრამატურგის ასისტენტი ადამ რადეცკი

ადაპტაციის ასისტენტი  შჩეპან ორლოვსკი

გრიმი და პარიკი  მონიკა კალეტა

ტექნიკური მენეჯერ  პაველ კამიონკა

დადგმის მენეჯერი   იოანა ნუცკოვსკა

ტექნიკური რეჟისორი, კამერა  ლუკაშ ოიცკოვი

რეჟისორის ასისტენტი კატარჟინა ლუშჩიკი

ხმა მიროსლავ ბურკოტი

განათების ტექნიკოსი დარიუშ ადამსკი

ვიდეო ტექნიკოსი მაციეი ჟურჩაკი

გრიმის მხატვარი იოანა ჩუდიკი

რეკვიზიტი ტომაშ ლასკოვსკი

ჩამცმელი ელჟბიეტა ფორლანსკა, ევა სოკოლოვსკა

სცენის მუშები ტომაშ ლასკოვსკი, კასპერ მაშკევიჩი

მუსიკა იან დუჟინსკი

„ფურცელი ალბომიდან“ ნაწამორები ჩელოსა და ჩამწერისთვის პაველ მიკიეტინი

ცოცხალი შესრულება: მიხალ პეპოლი / მარცინ ზდუნიკი.

სცენოგრაფია და კოსტიუმები მაგროჟატა შჩეშნიაკი

ქორეოგრაფი კლოდ ბარდუი

 

 

პერსონაჟები:

ნაწილი პირველი

ორიან დე გერმანტი: მაგდალენა ციელეცკა

ბლეზ დე გერმანტი: მარეკ კალიტა

მარი დე გერმანტი: აგატა ბუზეკი / მაგდალენა პოპლავსკა

რობერ დე სენ ლუპი: მაციეი შტური

ბარონ დე შარლუ: იაცეკ პონიედზიალეკი

შარლ სვანი: მარიუშ ბონაჟევსკი

გრაფინია დე პარმ: ევა დალკოვსკა

მაღალი წრის ქალბატონი: მალოჟატა ჰაიევსკა-კშიშტოფიკი

ალფრედ დრეიფუსი: ზიგმუნტ მალანოვიჩი

მთხრობელი: ბარტოშ გელნერი

რაშელი: აგატა ბუზეკი / მაგდალენა პოპლავსკა

ოდეტ დე კრესი: მაია ოსტაშევსკა

პერფორმერი: კლოდ ბარდუი / ლუკაშ პრჟიტარსკი

 

ნაწილი მეორე

რაშელ: აგატა ბუზეკი / მაგდალენა პოპლავსკა

რობერ დე სენ-ლუპი: მაციეი შტური

მთხრობელი: ბარტოშ გელნერი

ბარონ დე შარლუ: იაცეკ პონიედზიალეკი

შარლ მორელი: პიოტრ პოლაკი

ალბერტინა სიმონე: მარია ლოზინსკა

შარლ სვანი: მარიუშ ბონაშჩევსკი

ოდეტ დე კრესი: მაია ოსტაშევსკა

ორიან დე გერმანტი: მაგდალენა ციელეცკა

ბლეზ დე გერმანტი: მარეკ კალიტა

მარი დე გერმანტი: აგატა ბუზეკი / მაგდალენა პოპლავსკა

გუსტავ ვერდურენი: ვოიცეხ კალარუსი

ნეაპოლის დედოფალი: ევა დალკოვსკა

სიდონი ვერდურენი: მალგორჟატა ჰაიევსკა-კშიშტოფნიკი

ჯილბერტ სვანი: აგატა ბუზეკი/ მაგდალენა პოპლავსა

პერფორმერი: კლოდ ბარდუი / ლუკაშ პრჟიტარსკი

ჩელისტი: მიცალ პეპოლი / მარცინ ზდუნიკი

 

ნაწილი მესამე

რობერ დე სენ-ლუპი: მაციეი შტური

შარლ მორელი: პიოტრ პოლაკი

ბარონ დე შარლუ: იაცეკ პონიედზიალეკი

მთხრობელი: ბარტოშ გელნერი / ზიგმუნტ მალანოვიჩი

ჟილბერტ სვანი: ევა დალკოვსკა

ორიან დე გერმანტი: მაგდალენა ციელეცკა

ბლეზ დე გერმანტი: მარეკ კალიტა

 

სიდონი დე გერმანტი: მალგორჟატა ჰაიევსკა-კშიშტოფნიკი

ჟილბერ დე გერმანტი: ვოიცეხ კალარუსი

რაშელ / ფედრა: აგატა ბუზეკი / მაგდალენა პოპლავსკა

პერფორმერი: კლოდ ბარდუი / ლუკაშ პრჟიტარსკი

 

სპექტაკლის შესახებ:

„ფრანგები“  კშიშტოფ ვარლიკოვსკის უახლესი თეატრალური ექსპედიციაა თანამედროვე ევროპული მენტალობისა და იდენტობის ფესვების ძიებაში. მის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მარსელ პრუსტის მონუმენტური რომანი „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც აღწერს საზოგადოებას ძირეული ცვლილებების ეპოქაში, შეძრულს ძველი იერარქიის რღვევით, მძვინვარე ანტისემიტიზმით და, რაც მთავარია,  დიდი ომით. იყენებს რა ჟილ დელიოზის ცნობი ფრაზას: „მხოლოდ ის მკვდრები ბრუნდებიან უკან, რომლებიც ნაჩქარევად და არც ისე ღრმად დამარხეს“, ვარლიკოვსკი მოიხმობს პრუსტის ტექსტს, რათა გაიაზროს დღევანდელი ევროპის მდგომარეობა, რომელიც ირონიულად მოიხელთა ფრანგმა ხალხმა ასი წლის წინ; სწორედ ამით აიხსნება პიესის აზრთა აღმძრავი სათაური.

იმისათვის, რომ ჯეროვნად გადმოცემულიყო პრუსტის იდეა სხვადასხვა დროების პარალელურად არსებობის შესახებ და არ დაკარგულიყო მისი მცდელობა, გამოეხატა დროის ფენომენის კომპლექსურობა, საჭირო გახდა პარალელური სიტუაციების შექმნა. სპექტაკლის ჩანაფიქრში არ ყოფილა რომანის სასცენო ეკვივალენტის შექმნა, არამედ პარალელური სამყაროს პოვნა, სტრუქტურისა, რომლის საშუალებითაც ჩვენი დრო მოექცეოდა ნემსის ყუნწში პრუსტის კრიტიკული მზერის გავლით; შენარჩუნდებოდა მისი ხედვის სიცხადე და ბრწყინვალე გონება. არალინეარულ დროში ჩაძირულებს, საშუალება გვეძლევა დავაკვირდეთ პრუსტის რადიკალურ ხატებას თეატრის იდეალურ გარემოში - მთელი თავისი სოციალური და სულიერი ენერგიით.

 

პრესა:

კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ფრანგები“ მწარე და ირონიული გამოთხოვებაა ძველ კონტინენტთან და მის ღირებულებათა სისტემასთან. ბრწყინვალებაში მობანავე, ამავდროულად არის პანაშვიდი ყოფილი არისტოკრატიისათვის და განკიცხულთა მანიფესტია. (...) „ფრანგების“ ავტორი ელიტებს სასტიკი ირონიით უყურებს, ნოვი თეატრის მსახიობები კი ფენომენალურად განასახიერებენ იმ ძველი, მოწყენილი ვარსკვლავების ჟესტებსა და პოზებს. ძველი ღირებულებათ სისტემა, რომელსაც ელიტა უნდა ქმნიდეს და რომლისაც უნდა სწამდეს, ჩვენს თვალწინ ინგრევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი სრულებით განადგურებულია. ვარლიკოვსკის ხედვის გენიალობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ზედმიწევნით ზუსტად წარმოგვიდგენს ყოველისმომცველ მღელვარებას, რომელსაც მთლიანად შთუანთქავს ჩვენი დრო. (...)

 

ვარლიკოვსკის „ფრანგები“ ნოვი თეატრში: ელეგია ევროპისათვის.
იაცეკ ვაკარი, „დზენნიკ“, ნაწყვეტები რეცენზიიდან

 

ნოვი თეატრის პროდუქცია

კოპროდუქცია: რურტრიენალე, შაიოს ნაციონალური თეატრი (პარიზი), კომედი დე ჟენევ, კომედი დე კლერმონ-ფერან, ლა ფილატურ (მულჰაუზი), ლე პარვი - პირენეების ნაციონალური თეატრი, ტარბი.

ხანგრძლივობა:  4 საათი და  40 წუთი, 2 ანტრაქტით

ბილეთები: 65, 80 ლარი

ვებგვერდი: www.nowyteatr.org

© Tal Bitton

ნოვი თეატრი დაარსდა ვარშავაში 2008 წელს, კშიშტოფ ვარლიკოვსკის სამხატვრო ხელმძღვანელობით და აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებთანაც ვარლიკოვსკის მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. პირველი ხუთი წლის განმავლობაში, თეატრს არ ჰქონდა მუდმივი შენობა, მუშაობდა, როგორ ინტერდისციპლინარული კულტურული ცენტრი. მისი პროდუქციები დღემდე მოიცავს ვარლიკოვსკის ხუთ სპექტაკლს: „(ა)პოლონია“, „დასასრული“, „შექსპირის აფრიკული ზღაპრები“, „ვარშავსკი კაბარე“ და „ფრანგები“). ასევე კოპროდუქციას ვარლიკოვსკის „ტრამვაი“ (იზაბელ იუპერით მთავარ როლში) პარიზის თეატრ ოდეონთან თანამშრომლობით; აგრეთვე მრავალ მცირემასშტაბიან თეატრალურ დადგმას, ლექციების, კონცერტებისა და გამოფენების ორგანიზებას.

2016 წლის გაზაფხულზე ნოვი თეატრის ახლად აღჭურვილი შენობა გაიხსნა, პოსტ-ინდუსტრიულ სივრცეში, ვარშავის შუაგულში.

ვებგვერდი: www.nowyteatr.org