პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა (New)
დასაწყისი: 18:00 - შაბათი, 1ოქტომბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (სხვენი)
ელჩინის პიესის „ჯოჯოხეთის მოქალაქე“ მიხედვით.

შუაღამე - ახალი მიუზიკლი

წიგნი და ლექსები: ტიმოთი კნაპმანი

მუსიკა და ლექსები: ლორენს მარ უაითი

რეჟისორი: მეთიუ გულდი

მხატვარი: ფეი ბრედლი

 

სპექტაკლის შესახებ:

 

ახალი მუსიკალური თრილერის, „შუაღამის“ მსოფლიო პრემიერა, რომელიც აერთიანებს შავი იუმორით გაჯერებულ ფსიქოლოგიურ დრამასა და გულში ჩამოწვდომ მუსიკალურ პარტიტურას...

ახალი წლის ღამეს, როცა საათი თორმეტს უახლოვდება, ცოლი და ქმარი საუბრობენ იმის შესახებ,თუ როგორი მომავალი ელით მათ და მათ თანამოქალაქეებს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში, პოლიციური სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის ნაწილში, შემზარავ 1937 წელს. გასული წელი „დიდი ტერორის“ ყველაზე საშინელი გამოვლინება იყო, როცა პარანოიკმა დიქტატორმა, სტალინმა უამრავი ხალხი დააპატიმრა. მილიონობით ადამიანი აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. ინფორმატორები და ჯაშუშები არიან ყველგან. არავინ იცის, ვის ენდოს.

და ბოლოს, კარზე საზარელი კაკუნი ისმის. ნუთუ ეს ნკვდ-ა, დაუნდობელი საიდუმლო პოლიცია? ან იქნებ მთლად უარესი და კიდევ უფრო საშიში  - უცნობი სტუმარი? ბნელი საიდუმლოებები იხსნება, დრო შეჩერებულია და ცოლ-ქმარი საშინელი გამოცდის წინაშე დგას...

რეჟისორ მეთიუ გულდის ნამუშევარი, რომელშიც მსახიობები და მუსიკოსები მონაწილეობენ, ეფუძნება დიდი აზერბაიჯანელი მწერლის, ელჩინის პიესას „ჯოჯოხეთის მოქალაქე“. ელჩინის იგავის ადაპტირებისას ტიმოთი კნაპმანმა და მარკ უაითმა გამაოგნებელი, დაუვიწყარი მიუზიკლი შექმნეს. 

 

ხანგრძილოვბა: 90 წუთი (ანტრაქტის გარეშე) 
ლარი: 18 ლარი

„ალოფი“ ახალი თეატრალური კომპანიაა, რომელიც ეწევა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ახალი და კლასიკური ნაწარმოებების პოპულარიზაციას. კომპანია 2010 წელს დაარსდა, მისი მიზანია შექმნას და გაავრცელოს განსხვავებული, ინოვაციური და ცოცხალი დადგმები დამწყები და უკვე აღიარებული პიესებისა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა, მაგალითად აზერბაიჯანი. ამგვარად იქმნება ინტერ-კულტურული სათეატრო პლატფორმა, რომელიც ეთმობა თანამედროვე დრამის, კომედიისა და კლასიკური ტექსტების ვრცელ დიაპაზონს.

„ალოფი“ ლონდონში მდებარეობს და მისი ამჟამინდელი ფოკუსი გახლავთ რესურსების გაცვლა აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთს შორის; ამ ორი ქვეყნის თეატრალურ ტრადიციების ურთიერთაზიარება. მთავარი სამუშაო პრინციპია სხვადასხვა ჟანრების სცენაზე სხვა ჟანრში გადატანა, მაგალითად რომანების მიუზიკლებად, ან ათასწლოვანი თქმულებების - ეფექტურ მულტიმეტდია სანახაობად.

„ალოფი“ თავს უყრის წევრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ქმნის ენერგიულ გარემოს სხვადასხვა თვალთახედვისა და თეატრალური ტექნიკების გასაზიარებლად, რაც ასევე გულისხმობს პარტნიორების ძებნას წამორდგენების სხვადასხვა ქვეყანაში საჩვენებლად.