ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
მდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
პეტერ ვაისის მიხედვით

მარატ-სადი

რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი
სცენოგრაფია თეო კუხიანიძის
კომპოზიტორი კონსტანტინე  ჯიბაშვილი
რეჟისორის თანაშემწე პავლე ინასარიძე

მონაწილეობენ:
ბაჩო ჩაჩიბაია, ამირან ქაჩიბაია, ანი იმნაძე, ანიკო შურღაია, ჯანო ვალიშვილი, ვლადიმერ ვაშაკიძე,
კონსტანტინე ეჯიბაშივლი, ანდრია ვაჭრიძე, ლიკა ზარნაძე, შოთა თორდია, თორნიკე კაკულია, გაგა არაბული, პაატა ბაბლუანი, გიორგი მაქაძე, მარიამ ბალახაძე, ელენე დაბრუნდაშვილი

 

სპექტაკლის  შესახებ:

ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობაშარანტონის თავშესაფრის მსახიობთა 
მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით

შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და შედეგი, რომელსაც ის მიიღებს, საკმაოდ მოულოდნელია.

ახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა, საბა ასლამაზიშვილმაც თავისი სადებიუტო სპექტაკლისთვის ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფარის იერს მიიღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად შეეცდებიან საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პასუხები იმ კითხვებზე, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა.

 

პრემიერის თარიღი:  10.05.2018
ხანგრძლივობა: 110 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 21 ადამიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  თეატრი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია   ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. თეატრის პროფესიულ  წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით ყოველთვის არიან დაკავებული  უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რაც მეტად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისათვის. თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური  ცენტრის სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია.
თეატრი ანტრეპრიზის პრინციპზე მომუშავე შემოქმედებითი სივრცეა, მას არა ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი დასი. ყოველი ახალი წარმოდგენისათვის რეჟისორისა და მსახიობების მოწვევა ხელახლა ხდება სხვადასხვა თეატრებიდან.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის მმართველი: ნატალია თვალჭრელიძე
საკონტაქტო პირი: მარადია ცაავა
ტელ: (+995) 599529199; (+995) 599301715
E-mail : natalia.tvalchrelidze@iliauni.edu.ge
maradia.tsaava@iliauni.edu.ge
web:  www.iliaunitheatre.ge

საბა ასლამაზაშვილი

საბა ასლამაზიშვილმა 2017 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით თეატრალურ ხელოვნებაში, დრამის რეჟისურის მიმართულებით.
სწავლის პერიოდში ილიაუნის თეატრში რამდენიმე წარმოდგენა დადგა, მათ შორის „მეტამორფოზები“ ოვიდიუსის პოემის მიხედვით, სამუელ ბეკეტის „პირველი სიყვარული“ და ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“, რომელიც მისი სადიპლომო სპექტაკლი გახლდათ.

პეტერ ვაისის „მარატ-სადი“ საბა ასლამაზიშვილის სადებიუტო სპექტაკლია.