ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 12:00 - ხუთშაბათი, 27 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (სხვენი)

ქართული ფანტაზიები

რეჟისორი  ბესიკ კუპრეიშვილი
სცენოგრაფია  ვახტანგ ქორიძისა და  ელენე ფირცხალავასი
მუსიკალური გაფორმება  ზურაბ გაგლოშვილის

 

მონაწილეობენ:

მარიამ კვიკვინია, ლუკა ზირაქაძე, ლუკა აფციაური, ელენე ფირცხავალა, ზაზა კაკაბაძე, მარიამ კუპრაშვილი
 

სპექტაკლის შესახებ:
წიგნიდან აღმოცენდება  საქართველო,  რომლის შესახებაც თითებით მოგიყვებით.  პატარ-პატარა ისტორიებით ავაწყობთ საქართველოს განვლილ ისტორიას დღემდე. თქვენ შეხვედებით პირველ ევროპელებს ზეზვას და მზიას, არგონავტებს, მედეას,  უდიდეს ქართველ პოეტს  შოთა რუსთაველს და მის პოემის გმირებს,  მხატვარ ნიკო ფიროსმანს და სხვა მრავალ პერსონაჟს, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ ფოლკლორს და ტრადიციულ კულტურას.

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის ფარგლებში.
ხანგრძლივობა: 50 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 8 ადამიანი

1998 წელს ქ. ბათუმში, ბავშვთა ხელოვნების სტუდია ,,მთიებში” (ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე) რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის მიერ რამდენიმე ეტიუდის წარმატების განხორციელების შემდეგ, თითების თეატრის შექმნის იდეა ჩაისახა. 1991 წელს ბათუმში ,,მსახიობის სახლში” შედგა მოზარდთა თეატრ-სტუდიის ,,99+2” პრეზენტაცია წარმოდგენით ,,ექსტრავაგანსა”. სპექტაკლი წარმოდგენილი იყო კოსტუმირებული თითების საშუალებით, რამაც შთამბეჭდავი ზემოქმედება მოახდინა მაყურებელზე თავისი ორიგინალურობით, სწორედ ამიტომ, თეატრი-სტუდია ,,თითების თეატრად” მოინათლა და, მიუხედავად შემდგომში განხორციელებული სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების წარმოდგენებისა, დღემდე ამ სახელს ატარებს, ხოლო პირველი სპექტაკლი ,,ექსტრავაგანსა” მისი სავიზიტო ბარათია. 2006 წლის 6 თებერვალს გაიმართა ,,თითების თეატრის” ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში. 2007 წლიდან დღემდე „თითების თეატრი“ რეპეტიციებსა და სპექტაკლებს მართავს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში.

თითების თეატრმა თავისი არსებობის განმავლობაში 22 საერთაშორისო ფესტივალში, ბიენალესა და გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. თითების თეატრის საგასტროლო რუკა მოიცავს ევროპის, აზიის და აფრიკის 20-ზე მეტ ქვეყანას. საერთაშორისო ფორუმებზე მიწვევას კი თეატრის ორიგინალური ფორმა და მრავალფეროვანი რეპერტუარი განაპირობებს. თითების თეატრის რეჟისორ ბესო კუპრეიშვილთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს მხატვარი ვახტანგ ქორიძე, ქორეოგრაფი გია მარღანია და მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი; მსახიობები: მარიამ კუპრაშვილი, მარიამ კვიკვინია, ზაალ კაკაბაძე, ლუკა ზირაქაძე, ელენე ფირცხალავა, ლუკა აფციაური. მათი მრავალწლიანი შემოქმედებითი თანამშრომლობა ამ თეატრის წარმატებას განაპირობებს.

თეატრის ხელმძღვანელი:  ბესო კუპრეიშვილი
საკონტაქტო პირი: მარიამ კუპრაშვილი
ტელ.: +995 98 450 444; +995 577 462 134
ელ - ფოსტა: besso_k@yahoo.com
kuprashvilimariam133@gmail.com
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. # 8