ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი
მდებარეობა: კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

ასტიგმატისტები

რეჟისორი – იოსებ ბაკურაძე
მხატვარი – ბიძინა სიდიანი
კომპოზიტორი  –  სანდრო ნიკოლაძე
 

მონაწილეობენ:

ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, გიორგი ხაჩიძე, უჩა მჟავია
 

სპექტაკლის შესახებ:
მუნჯი კინოს ხერხით დადგმული კომედია,  აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში, კომიკურ სამყაროში გამოგზაურებთ. სპექტაკლ „ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, თუმცა მათ შორისაც არის სხვაობა. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას, იუბილარი მამა გამოუსადეგარ საჩუქრებს იღებს, ახალგაზრდა გოგო შეყვარებულს ჩუმად ხვდება პაემანზე...

 

პრემიერის თარიღი:  20.09.2018
ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 10 ადამიანი

 

მოძრაობის თეატრი 2000 წელს  კახა ბაკურაძემ  დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „ქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო  ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. სექტემბერში მოძრაობის თეატრს ამერიკული დასი ესტუმრება, რომელიც ჩვენს მსახიობებთან  ერთად დადგამს სპექტაკლს. მოძრაობის თეატრი  აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: იოსებ ბაკურაძე
საკონტაქტო პირი: ეკა ბაკურაძე
ტელ:+995 599624034,
E-mail:pr.movementtheatre@gmail.com,
www.mtheatre.ge

იოსებ ბაკურაძე

2000 წლიდან მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი
2010 წელს დაამთავარა რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფი.


მნიშვნელოვანი დადგმები:
მოძრაობის თეატრი-”ქარიშხალი”, ”ამბავი ერთი მკვლელისა”, ”ღვთაებრივი კომედია.”
რუსთაველის თეატრი-”გაუმარჯოს ბუშონს”, ”როგორც იქნა”
თელავის თეატრი-”სადილი ექვსისთვის”
ახალციხის თეატრი-”მატარებელი მოდის”
სინეტიკის თეატრი(ვაშინგტონი)-”ტიტუს ანდრონიკუსი”
ბათუმის თეატრი-”კუნძული

2012 წლიდან მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი