საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - კვირა, 23 სექტემბერი
მდებარეობა: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ნინო ხარატიშვილის რომანის სასცენო ადაპტაცია

მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)

ადაპტირებული ვერსიის ავტორები:  იულია ლოხტე და ემილია ლინდა ჰაინრიჰი
რეჟისორი იეტე სტეკელი
კოსტიუმების დიზაინი პაულინ ჰიონერსი
სასცენო დიზაინი ფლორიან ლიოხე
ვიდეო ზაზა რუსაძე
ქორეოგრაფია იოჰან სტეგლი
მუსიკალური გაფორმება/ადაპტაცია მარკ ბადური
ფოტოგრაფია არმინ სმაილოვიჩი

 

როლებში:
ლისა ჰაგმაისტერი, ფრანციშკა ჰარტმანი, მირკო კრაიბიჰი, მარი ლიოკერი, კარინ ნოიჰაუზერი, ბარბარა ნიუსი, სებასტიან რუდოლფი, მაია შონე, ანდრე შიმანსკი.

 

სპექტაკლის შესახებ:
საქართველო, 1900: სტასიას, ცნობილი მეშოკოლადის დაბადებით იწყება ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობასა და მეოცე საუკუნის ყველა ომსა და რევოლუციას სწვდება. 

‘მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)’’ ნინო ხარატიშვილის რევოლუციური, მდიდარი ენით დაწერილი რომანია, ავტორი 1983 წელს დაიბადა თბილისში, გერმანულად წერს და ჰამბურგში ცხოვრობს.  იგი მაგიური რეალიზმით ჰყვება ამბავს ისტორიის ქარტეხილებთან შეგუების, ღალატისა და წინააღმდეგობის, სიყვარულისა და სიცოცხლის ( და გადარჩენის) ჟინის შესახებ. ხარატიშვილი მოგვითხრობს კომუნისტური რეჟიმის აღზევებისა და დაცემის შესახებ. თხრობა რევოლუციის ხანიდან იწყება და  ევროპის ახალი აღდგინების წლებს მოიცავს - ესაა ერთი ქართული ოჯახის პერსპექტივიდან დანახული ამბავი, ოჯახისა, რომელიც ისტორიის მახეშია მოხვედრილი, რადგან მის ბედს ქარტეხილებით სავსე მეოცე საუკუნის მოტანილი ტოტალიტარიზმი, საზოგადოებრივი რყევები და ტრაგედიები განსაზღვრავს.

 

პრესა:
„სპექტაკლის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ, ამ სიტყვის ლამის ზუსტი მნიშნველობით,   შეეხოთ მე-20 საუკუნის დაუნდობლობას.  ეს მხოლოდ შეუდარებელი დასის მეშვეობით ხდება შესაძლებელი.“ 
(NDR 90,3)

 

„როგორი საღამო იყო - ამაღლებული, გონსასეირო, მრავალფეროვანი!“

„ხუთი საათი გრძელდება სპექტაკლი და არცერთი წუთი არაა მასში ზედმეტი!“ 
ჰამბურგერ აბენდბლატი

 

„შტეკელი გულისგანმგმირავი ტრაგედიის ხუთ საათს გვაყურებინებს - ტრაგიკულ საოჯახო კომედიას; ისტორიულ-დეტექტიურ თრილერს“
,,დი ველტი“

 

…უსაზღვრო სინაზით სავსე პოეტური ეპიზოდები”
nachtkritik.de

 

 

„ შენც უფრო მეტის, რაღაც გიჟურის გაკეთების სურვილი გიჩნდება... გონებას დაუფლებული სიგიჟითა და გულში შეპარული მადლიერების გრძნობით.“ ,, მერვე სიცოცხლეს’’ მართლაც შეუძლია ახალ სიცოცხლის შთაბერვა. “
დი ცაიტი

 

„… მაყურებელი სპექტაკლში მთელი არსებით ერთვება, რათა უყვარდეს, იტანჯოს, იცინოს. ფარდა ეშვება, მაყურებელი ფეხზეა წამოვარდნილი: მდგომარე ოვაციებს ბოლო არ უჩანს. ”
ბილდი

დაფინანსებულია კულტურისა და მედიის ფედერალური სამთავრობო კომისიის მიერ, როგორც პროგრამა    "Umbruch in Europa / Europa im Umbruch"-ის ნაწილი.

 

ხანგრძლივობა: 295 წუთი, 2 ანტრაქტით
ბილეთები: 60, 50, 35, 25, 20, 15 ლარი

1843 წელს, როდესაც შარლ მორისს  ჰამბურგში თეატრის დასაარსებლად ოფიციალური უფლება მისცეს, მას სერიოზული პიესების დადგმა აეკრძალა - სხვა სახელმწიფო თეატრების ინტერესების დასაცავად.  მორისმა თეატრს კომედიის ძველბერძნული მუზის სახელი, თალია დაარქვა. თეატრის კარი პირველად 1843 წლის 9 ნოემბერს გაიღო, ზუსტად იმ შენობის გადაღმა, სადაც დასი დღესაა დაფუძნებული.

იოაჰიმ ლუქსი 2009 წლიდან თალიას მხატვრული ხელმძღვანელია. მან თეტრის პირველივე სეზონზე ბრწყინვალე რეჟისორების ,,გადაბირება“ მოახერხა - ლუკ პერსევალი, ნიკოლას შტემანი, იან ბოსსე, დიმიტერ გოჩევი მხოლოდ ნაწილია ამ სახელებიდან. ლუქსი თავისი ნამუშევრებით ცდილობს,, კულტურებს, სოციალურ კლასებსა და სხვადსხვა რელიგიის მიმდევრებს შორის ურთიერთგაგების შეუწყოს ხელი. იმავე მიზანს ისახავს საერთაშორისო ფესიტვალი ,, მსოფლიოსათვის - ლესინგის დღეები“. ეს ფესტივალი თეატრ ,,თალიაში“ ტარდება 2010 წლიდან ყოველწლიურად - იანვრის ბოლოდან თებერვლის პირველი რიცხვების ჩათვლით. მათი პროგრამის თემები და პიესები იმ ტენდენციას ასახავს, როდესაც ადამიანის გონება გარე სამყაროში თავისი ადგილით უფროა დაკავებული, ვიდრე შინაგანი, ფსიქოლოგიური სამყაროთი.     

ეს მკაფიო მესიჯია.

ჰამბურგს მსოფლიოს თეატრალურ ხელოვნების ნიმუშებზე ახლა ხელი ადვილად მიუწვდება. ჩვენი მიზანი საერთაშორისო თეატრის ქალაქის - კოსმოპოლიტური კულტურის პლატფორმის შექმნა.