საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - კვირა, 30 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ხელების რიტმი

დიალოგი კანს შიგნით

სამხრეთ-აღმოსავლეთ  აზიის მუსიკა, დასარტყმელი ინსტრუმენტების თანამედროვე ხელოვნება
არტ-დირექტორი ბერნარ გო
მუსიკა Hands Percussion
მუსიკალური რეჟისორი   Ng Siu Yee
მთავარი პერკუსიონისტი   Jimmy Ch’ng

მონაწილეობენ:
Jimmy Ch’ng, Ng Siu Yee, ჯეკ უანი, ლეონ კაჰ მიუ, ტეე ლეონ ჰო, ტი ვი ლინი,  Phang Jian Hao,გოჰ კოკ ვეი, Yeap Eng Zheong.

 

სპექტაკლის შესახებ:
,,დიალოგი კანქვეშ“ დედამიწის, წყლის, ლითონისა და ცეცხლის აღმოსავლურ ასტროლოგიურ ელემენტებს იყენებს და საამბობ ამბავს ინსტუმენტებით ყვება. ინსტრუმენტების ფლობისა და მათზე დაკვრის ხელოვნება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა შემსრულებელი მათი მეშვეობით თავისი გამოცდილების გადმოცემას. დრამერები ფიზიკურ და ემოციურ ძალებს დებენ, როდესაც ჩინურ თუ იაპონურ დასაკვრავ ინსტრუმენტებზე უკრავენ, იგივე ითქმის ციმბალებსა თუ გამელანზე - ეს გულიდან დაწყებული მუსაიფია, მუსიკის ენაზე შესრულებული. ოსტატობისა და მასალის სწორი გამოყენების არაჩვეულებრივი ნიმუშია ,,იარაღი და კანი“/ Armour and Skin’, სადაც ჩინურ დასარტყამ ინსტრუმენტებს და გამელანს ნამდვილი საუბარი აქვთ გამართული. ტექნიკა, რომელიც ამ პროდუქციის შემქნისას იქნა გამოყენებული, თანამედროვე ჩინური პერკუსიონიზმის განვითარებისა და ტრადიციულ მუსიკაში სიახლის შეტანის ტენდენციებს გვიჩვენებს. კულტურულად ძალზე მრავალფეროვან მალაიზიაში Hands Percussion ისეთ გარემოში ყალიბდებოდა, სადაც ინდური, მალაი და ჩინური კულტურები საუკუნეების განმავლობაში ახდენდნენ გავლენას ერთმანეთის მუსიკასა და შესრულების მანერაზე. ამა თუ იმ სამხრეთაზიურ ქვეყანაში, ასევე ევროპის ქვეყნებში მოგზაურობამ ჯგუფის შესრულების მანერას უნიკალურ შრეებად დაამჩნია გავლენა.

 

ხანგრძლივობა: 85 წუთი, 1 ანტრაქტით
ბილეთები: პარტერი 35, 30 ლარი | აივანი 20, 15 ლარი
 

  1997 წელს ბერნარ გომ ჯგუფი HANDS PERCUSSION /,,ხელების რიტმი’’ შექმნა და მისი მხატვრული ხელმძღვანელი გახდა. სრულად დატვირთული პერფორმერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა მთელი ცხოვრების საქმე წამოიწყო.მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი თავად იფინანსებს თავს, ეს კი ნებისმიერი დასისთვის დიდი გამოწვევაა, მას ახლა მასობრივი მაყურებელი ჰყავს ადგილობრივ  არტფესტივალებზე, თეატრის რეპუტაცია კი დღითიდღე იზრდება  ქვეყანაშიც და მთელს მსოფლიოშიც. დასის მუშაობა მექანიზმივითაა აწყობილი, ეს მკაფიო შედეგს იძლევა და ცხადჰყოფს, რომ მისი წევრები უდიდესი პასუხისმგებლობით, დისციპლინითა და თავიანთი ხელობისადმი სიყვარულით მუშაობენ.
  
ჯგუფმა 24 Festive Drums -ის ტრადიციული, ხმაურიანი მანერით დაიწყო შესრულება, თუმცა, ახლა ორ სხვა სტილში, სხვა ინსტრუმენტებთან და ტექნოლოგიებთან ექსპერიმენტირებენ და მულტიდისციპლიანურ პროდუქციას ქმნიან. ამას 2011 წელს მათი სადებიუტო გამელაინ -კონცერტი RI YUE CHU YIN მოჰყვა. მათი მომდევნო თვალსაჩინო ნამუშევრებია‘The NEXT’ (2012) და ,,ჩაიკოვსკი გამელანში“ (2014), რომლებშიც ჯგუფმა კიდევ ერთხელ გადალახა საკუთარი შემოქმედებითი და მუსიკალური ზღვრები. 
2016 წელს ჯგუფმა ბალიზე, Bali Sprit Festival -სა და ლოს-ანჯელესში მოწყობილ ჯემსეშენში ,,SuperEverything* მიიღო მონაწილეობა ჯგუფ ,,The Light Surgeons“-თან ( გაერთიანებული სამეფო) ერთად. 2015 წელს ჯგუფი მონაწილეობდა შვეიცარიის ტრადიციულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და 27-ე აზიურ სამიტში, რომელიც კუალა ლუმპურში გაიმართა. Hands Percussion მსოფლიოს არაერთი ფესტივალის ხშირი სტუმარია.