საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 20 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
The Tiger Lilies

ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე, თაიგერ ლილიზ

რეჟისორი პოლ გოლუბი
მუსიკალური რეჟისორი მარტინ ჟაკი
ვიზუალური რეჟისორი მარკ ჰოლთიუსენი
მუსიკალური ადაპტაცია მარტინ ჟაკი - ვოკალი, ჰარმონიკა, ფორტეპიანო
                                          ადრიან სტაუტი ბასი,  ხერხი (მუსიკალური), ტერმენვოქსი, ვოკალი

მონაწილეობენ:
მარტინ ჟაკი : ვოკალი, ჰარმონიკა, ფორტეპიანო
ადრიან სტაუტი : ბასი, მუსიკალური ხერხი, ტერმენვოქსი, ვოკალი
იონას გოლანდი: დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი
მარტინ ბასინდეილ და ლუსი კილპატრიკი.

 

სპექტაკლის შესახებ:
,
,თაიგერ ლილიზ“ სრულიად უჩვეულო სამწევრიანი ჯგუფია. მათი მუსიკა საოპერო ჟანრის, ბოშური სიმღერებისა და პარიზის მარცხენა სანაპიროს გასაოცარი ნაზავია, მაგრამ ის, რაც ამ ჯგუფს სხვა დანარჩენებისგან მართლაც გამორჩევს, უმძლავრესი ემოციური მუხტია და შესრულების უშუალოება, ,,დაუმუშავებელი“, ველური ვნება.  შავი იუმორის ამ დიდოსტატების მუსიკალურ წამორდგენებში ,,გრძნობათა შეურაცხყოფას“ უსაზღვრო სინაზით აღფრთოვანება მოსდევს. მათი მუსიკა პირქუშია, შავი იუმორით გაჯერებული, პერვერსიულად მშვენიერი - ხოლო მისი ჟანრის განსაზღვრა შეუძლებელია. უკანასკნელ შოუში ჯგუფს ედგარ ალან პოს ,,მოჯადოებული სასახლე“ შემოაქვს - მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური extravaganza - ,, თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.

 

 

პრესა:
,,ყველა ეს ჯგუფი ძალიან მიყვარს, მაგრამ ხომ არსებობს ,,ყველაზე, ყველაზე საყვარელი“ ჯგუფები - ქალბატონებო და ბატონებო, ,, თაიგერ ლილიზ!“
მეტ გრონინგი, სერიალ ,,სიმპსონების“ პროდიუსერი.

 

,,არავინაა სხვა მათი მსგავსი. მათი რამეგვარად აღწერა დიდი უსამართლობა იქნებოდა - ამ ჯგუფს ტოლი არ ჰყავს.“ 
ჯგუფ ,, ფრანც ფერდინანდის“  მუსიკოსი, ალექს კაპრანოსი

 

,,თავზეხელაღებულად სასაცილო, ბრჭყვიალა, უსირცხვილო, გულის ტკივილამდე მშვენიერი.“ 
მედი კოსტა, ჟურნალი გარდიანი

 

,,ფუყე უგემოვნობების ქცევად სიმდარის დიდებულებად.“ 
როს ფორტიუნი, ,,ტაიმ აუტ ლონდონი“.

 

,,ბრწყინვალე და სრულიად ფანტასტიკური!! სხვა ვერავისგან მოისმენთ ამაზე პერვერსიულ და უკუღმართ, ამავე დროს კი - მომაჯადოვებლად, სულისწამღებად ლამაზ მუსიკას“
მარკ ალმონდი.

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი, უანტრაქტოდ
ბილეთები: პარტერი - 70, 60 ლარი | აივანი - 35, 25 ლარი

 

ჯგუფი The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ათეულობით წლები გადის, მაგრამ მათი ჟღერადობა კვლავ ყველაზე უნიკალურ და ორიგინალურ რამედ რჩება, რასაც კი ადამიანი ხელოვნებაში შეიძლება გადაეყაროს.
მარტინ ჟაკმა, ანსამბლის ფრონტმენმა, სიმღერების ავტორმა და ჯგუფის შემქმნელმა, ახალგაზრდობის არაერთი წელი გაატარა  ლონდონში, სოჰოში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, და ფანჯრიდან ადევენებდა თვალს ქალაქის ამ ნაწილის ხმაურიან და ბოჰემურ ცხოვრებას.
ჟაკს ათი წელი დასჭირდა, ეს უჩვეულო სამყარო ხელოვნებად რომ გადაექცია.
1989 წელს მას პირველი აკორდეონი გაუჩნდა. ამის შემდეგ ძალიან მალე შეიქმნა The Tiger Lillies. ჯგუფმა თავიდანვე შეიმუშავა თავისი გამორჩეული ჟღერადობა,  სტილი და მალე გაიკვლია გზა ლონდონის ფაბებიდან პიკადილის თეატრამდე, ქუჩის მუსიკოსობიდან სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე.
მალე The Tiger Lillies-მა მსოფლიო მოიარა საკონცერტო ტურითა და სხვადსხვა თეატრალურ  და არტ პროექტებში მონაწილეობით. ჯგუფის მიღწევებიდან ყველაზე გამორჩეული ლოურენს ოლივიეს პრემიაა, მისი საკულტო სიმღერად ქცეული ჰიტისთვის Shockheaded Peter  და გრემი ალბომისათვის  The Gorey End. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში The Tiger Lillies წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს. The Tiger Lillies მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია.
The Tiger Lillies მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერის და ბოშური მუსიკის ნაზავია, მისი სამყარო ბერტოლდ ბრეხტის და ჟაკ ბრელის სამყაროებს ეხმიანება. ჯგუფი აღტაცებისგან აოგნებს, აღაფრთოვანებს და ართობს, და ამას პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი In Air Face შოუებით  ახერხებს, სადაც წინასწარ ძნელი გამოსაცნობია, სად დასრულდება წარმოდგენის საზღვრები.