საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - შაბათი, 15 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვით

ბროდსკი/ბარიშნიკოვი

დრამა / ერთი მსახიობის წარმოდგენა

რეჟისორი ალვის ჰერმანისი
სცენოგრაფი კრისტინე იურიანე
მუსიკა ჯიმ უილსონის “God’s Chorus of Crickets”/კალიების ღვთაებრივი ქორო, კარლის ტონე
დიზაინერი კრისტინე იურიანე
განათების დიზაინი  გლებ  ფილშტინსკი
ხმის ოპერატორი  ოლეგ ნოვიკოვსი
განათება  ლაურის იოჰანსონსი
ვიდეო ინეტა სიპუნოვა
ფოტოგრაფი  ლეონიდ ლიუბიანიცკი, იონის დეინატსი

 

 

სპექტაკლის შესახებ:
ბროდსკი/ბარიშნიკოვი ერთი მსახიობის წარმოდგენაა და ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული, შემსრულებელი - მიხაილ ბარიშნიკოვია. დადგმის იდეა და რეჟისურა ცნობილ  ლატვიელ  რეჟისორს ალვის ჰერმანისს, ( ,,რიგის ახალი თეატრის“ ) ეკუთვნის. ბროდსკი/ბარიშნიკოვი (  BRODSKY/BARYSHNIKOV) ემოციური  მოგზაურობა/ჩაღრმავებაა პოეტის poet’s visceral and complex compositions. სპექტაკლი სრულდება რუსულ - ბროდსკის მშობლიურ ენაზე, ბარიშნიკოვი მისი დიდი ხნის მეგობრის ნატიფად ბასრ და ამაღელვებელ  ნაწერებს კითხულობს.

მის უდახვეწილეს პლასტიკას მაყურებელი ბროდსკის შინაგან სამყაროში გადაჰყავს, ისე, როგორც იგი, ეს სამყარო, ჰერმანისმა დანახა, მოწიწებითა და აღფრთოვანებით.

 

 

პრესა:
 “...ამ წარმოდგენის სივრცეში ორი არტისტი ბროდსკის სამყაროს მატერიალიზებას ახსებს - ლექსს გახმოვანებას, შეგრძნებებს, მოქმედებასა და რეაქციას უკავშირებს ერთმანეთს.

 .,, ბროდსკი/ბარიშნიკოვი მოწიწებით აღსავსე, დონკიხოტურად იდეალისტური განსჯაა იმის შესახებ,  თუ ვინ ან რა შეადგენს მწერლის ცხოვრებას, და რა კვალს ტოვებენ ისინი მწერლის მეხსიერებაში.”

ჯენიფერ კრასინსკი “დიადი სიტყვები”,  www.artforum.com, 15.04.2016

 

 “ ბარიშნიკოვს საოცარი ხმა აქვს და მას სრულად და ნატიფად იყენებს. როგორც მისი ამერიკული კარიერის დასაწყისიდან გვახსოვს, იგი აღმაფრთოვანებლად ღრმა მსახიობია. ამ სპექტაკლში ბარიშნიკოვი შესანიშნავი მიმიცაა - ხან პეპელასავით დაფარფატებს, ხან კაბუკის მსახიობია, ხან სიკვდილის შემზარავ მარწუხებში მოქცეული კაცი. იმის შემფასებლად ვერ გამოვდგები, როგორ აწვდის მაყურებელს ბროდსკის რუსულს, მაგრამ მე უყოყმანოდ მივუჩენ მას ადგილს ხელოვნების ყველაზე მაღალ მწვერვალებზე, იქ, სადაც ჩარლი ჩაპლინმა დაიმკვიდრა ადგილი - რომელიც, მასავით, მსახიობიც იყო, მოცეკვავეც და მიმიც. მარტა გრეჰემიც იმავე ხარისხით იყო ხელოვნებაში და ხელოვნებისთვის; ასეთი იყო მარია კალასი; ასეთი იყო ლილიან გიში. ესენი ჩვენთვის უკვდავები არიან.“

რობერტ გოტლიბი ,, ბარიშნიკოვი სპექტაკლის ცენტრალურ ფიგურად ქცევას მაშინაც კი ახერხებს, როცა არ ცეკვავს.’’ www.observer.com , 14.03.2016

 

ბარიშნიკოვი ხომ დიდი მოცეკვავეა, მაგრამ, ამავდროულად, ყოველთვის ანგარიშგასაწევ მსახიობად ითვლებოდა, ხოლო ის, თუ როგორ ეპყრობა ის ენას, სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია, ვფიქრობ, მათთვისაც კი, ვინც დადგმას მხოლოდ სუბტიტრული თარგმანით ნახავს. ‘’

ჯოან ეკოჩელა ,, აჩრდილები“ ,  www.nybooks.com , 14.01.2016


 

პროექტს მართავს  Baryshnikov Productions, ჰონგ ჰონგი

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი უანტრაქტოდ
ბილეთები: პარტერი - 85, 70ლარი | აივანი - 40, 20 ლარი

 

 

რიგის ახალი თეატრი სახელმწიფო სარეპერტუარო თეატრია, იგი 1992 წელს დაარდა და 1997 წლიდან მისი ახლანდელი სამხატვრო ხელმძღვანელი, ალვის ჰერმანისი უდგას სათავეში. რიგის ახალი თეატრის სახელოვნებო პრინციპები უმაღლეს პროფესიონალიზმს, ეთიკურ და ესთეტიკურ ხარისხს ეფუძნება, რასაც დასი   გონივრულად შერჩეულ, მაყურებლისათვის მიმზიდველი რეპერტუარით ახერხებს - დასი საკუთარ აუდიტორიად თანამედროვე, განათლებულ და საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს მიიჩნევს. რიგის ახალი თეატრი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფესტივალებში მონაწილეობს და ამ დროისთვის, ევროპაში თუ სხვა კონტინენტებზე, 200-ზე მეტი ქალაქში, 40 ქვეყანაში აქვს ნაჩვენები საკუთარი ნამუშევრები.

ბარიშნიკოვ ფროდაქშენს დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანიაა ნიუ-იორკში, რომელიც თავის დანიშნულებად თვლის, ყველაზე გამორჩეული რეჟისორების, ქორეოგრაფებისა და არტისტების ხმა მსოფლიოს ყველაზე ანგარიშგასაწევ, აღიარებულ სცენებამდე მიიტანოს. სწორედ ამ მასშტაბის ფარგლებში აქვს მას გაწეული პროდიუსერობა/ მოწყობილი ტურნეები პროექტებისათვის ,,უაით ოუქ დენს პროჯექთ’’/ White Oak Dance Project (1990-2002), , აკრძალული შობა, ანუ ექიმი და პაციენტი ( 2004-06), ,,ბეკეტისეული სკეტჩები“/ Beckett Shorts (2007), ,,პარიზში“ (2010-12), ადამიანი ჩემოდანში (2012-14), ,, მოხუცი ქალი“ (2013-15) და ,,წერილი მამაკაცს“ (2015-17).