საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - სამშაბათი, 18 სექტემბერი
მდებარეობა: ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატურგიული თეატრი (დიდი სცენა)
დეივ სენ-პიერის და ჟანო პენშოს ცირკი

ცირკოპოლისი

ცირკი

რეჟისორები  დეივ სენ-პიერი და ჟანო პენშო
კომპოზიტორი  სტეფან ბუშე
დიზაინერები   რობერტ მასიკოტი და ლიზ ვანდალი
ქორეოგრაფი   დეივ სენ-პიერი

 

მონაწილეობენ:
არატა ურავა,მარილუ ფერშელდენი, ანა ლევანდოვსკა, დომინიკ ბუშარი, სეპე ვან ლუვერენი, იან ლებლანკი, კლოდი დაბკევიჩი, მიკა ელინგერი, მეთიუ ჯეიმზ ბრაუნი, მარინა მენდოზა, აიზეკ ზოლტერი.

 

სპექტაკლის შესახებ:
წარმოდგენაში ,,ცირკოპოლისი" ცირკი ელუაზი, იგივე ,,სერკ ელუაზი“ დიდი ოსტატობით  უყრის თავს საცირკო ხელოვნების, თეატრისა და ცეკვის ელემენტებს, ხოლო ამ ნაზავს დახვეწილად სტილიზებულ სასცენო დეკორაციებში წარმოადგენს, რომლებმაც დიდი ქალაქის რიტმი და ყოველდღიურობა უნდა განასხიეროს. ამ ატმოსფეროში თორმეტი აკრობატი და მულტიდისციპლინარული არტისტი ამბოხებას აწყობს ყოფიერების ერთგვაროვნების წინააღმდეგ, თავს ხელახლა პოულობს  და ეჭვქვეშ აყენებს მექანიკურ სისტემად ქცეული ქალაქის კონცეფციას, ამას კი მსახიობები ისე აკეთებენ, მხოლოდ ამ თეატრალურ დასს რომ შეუძლია.

,,ცირკოპოლისი“ წარმოდგენილია, როგორც ერთგვარი გზათშესაყარი, გადაკვეთის სივრცე წარმოსახვასა და სინამდვილეს, ინდივიდუალურსა და კომუნალურს, ზღვრებსა და შესაძლებლობებს შორის. ,, ცირკოპოლისის“ ატმოსფეროში შესვლა გათავისუფლებას, იმედის ფრთებით ქროლვას ნიშნავს, აღნიშნავს ,,სერკ ელუაზის“ მხატვრული ხელმძღვანელი და სპექტაკლის თანარეჟისორი ჟანო პენშო.

 

პრესა:
,, სირკოპოლისზე’’ გაცილებით მასშტაბური წარმოდგენებიც არსებობს, - მონრეალელთა ამ დასის ნამუშავარი მხოლოდ 90 წუთს გრძელდება, მაგრამ თავს დავდებ, რომ ასეთი სილამაზე არცერთში არ არის. ეს საოცარი ნამუშევარი ხშირად იხრება უბრალოებისაკენ და ეს მას კიდევ უფრო საოცარს ხდის.“


კენ იაროვსკი  “A CIRCUS COMBINES “POW” AND SUBTLETY”
ნიუ-იორკ ტაიმსი , 23 დეკემბერი, 2013

 

,,სირკოპოლისი“ საოცრებაა. არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ,,სერკ ელუაზის“ დადგმულია. უკანაკსნელი 20 წლის განმავლობაში კომპანია ერთმანეთის მიყოლებით დგამდა ინოვაციურ სპექტაკებს. თუმცა, ,,ცირკოპოლისით“ ეს თეატრი ახალ ტერიტორიაზე შევიდა, საპერფორმერო და საცეკვაო ხელოვნებას შორის საკუთარი ადგილი შექმნა და თან მსოფლიო საცირკო წარმოდგენებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილიც დაიკავა.

 

პეტ დონელი “ ცირკოპოლისი“ საცირკო წარმოდგენაა, ამ ფრაზის ყველაზე მომნუსხველი გაგებით“ , 14 ნოემბერი, 2013

 

 “სირკოპოლისზე“ მეტი სილამაზის წარმოდგენა ალბათ არ არსებობს“ ” ნიუ-იორკ ტაიმსი“

 “არაჩვეულებრივია!  ცალკე არსებობს საცირიკო ხელოვნება, და სულ ცალკე დგას ,,სერკ ელუაზი“. ესენი სულ სხვა დონეზე დგანან.“ ნიუ-იორკ პოსტი“ 

ამაღელვებელი, დრამატული, გასაოცარი, მომნუსხველი - ეს ოცნებაა, სიზმარი.”

სთეიჯი“ , დიდი ბრიტანეთი

 

ხანგრძლივობა: 85 წუთი უანტრაქტოდ
ბილეთები: პარტერი 60, 55 ლარი | აივანი 30, 15 ლარი

ცირკი ელუაზი - იმ მოძრაობის მამოძრავებელი ძალა, თეატრალური ხელოვნების ,,ხელახლა გამოგონებას’’ რომ ემსახურება, უკვე 25 წელია, მრავალი თეატრალური ჯილდოს მქონე გასართობ წარმოდგენებს დგამს და მსოფლიოს თანამედროვე ცირკებს შორის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ითვლება.

სერკ ელუაზს არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მოხიბლული ჰყავს ნიუ-იორკის  ბროდვეი თუ ლონდონის უესტ-ენდი. მისი პროდუქცია ფართო დიაპაზონისაა და ყველანაირ მაყურებელს სწვდება, მაგ. მისი რეპერტუარი ორმოცდაათამდე ქვეყნის კულტურით საზრდოობს.

 უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ,ცირკი ელუაზის თერთმეტი წარმოდგენა 5 500 -ჯერ იქნა ნაჩვენები მსოფლიოს 550 ქალაქში და ისინი 3,5 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.