საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (სხვენი)
იან-ერიკ სააფი

ფროიდის სიგარა

ერთი მსახიობის მიუზიკლი ზიგმუნდ ფროიდის შესახებ
მუსიკალური თეატრი

რეჟისორი ანდრეას ბუნსტრა
კომპოზიტორი იან-ერიკ სააფი
დიზაინი ასა კობურნი
ფოტოგრაფი მიკაელ სილკბერგი

მონაწილეობენ:

იონას ნერბე, სარა კილმან ვიბე(მსახიობი, მევიოლინე), ანდერს ჰოლცი (მსახიობი, ფორტეპიანო)
 

სპექტაკლის შესახებ:

ეს ერთი მსახიობის მიუზიკლია, ფორტეპიანოსა და ვიოლინოს თანხლებით, და ზიგმუნდ ფროიდს და მის თეორებს ეხება. ეს წარმოდგენა თან შინაგანი მოგზაურობაცაა ჩვენ-ჩვენს გონებაში, იმ ოცნებების და ფიქრების ამოცნობა, ყველას რომ გვაქვს - მერე კი იმაზე ვმუშაობთ, თუ როგორ ,,წავაკითხოთ“  მაყურებელს ეს მესიჯები. ბევრი იქნება იუმორი, დრამა, მღერა - იქნება უამრავი და შესანიშნავი მუსიკა.

 

პრესა:

 

” ფროიდის სიგარა“ ლაღი, თამაშის ელემენტებით გაჯერებული, გონსასეირო თავსატეხია, რომელიც გასართობ ჟანრს რეჟისორ ანდრეას ბოონსტრას იდეების წყალობით შეემატა. იონას ნერბე რამდენჯერმე ერთვება წარმოდგენაში ვირტუოზულად შესრულებული მომადუნებელი მუსიკით. მას რაღაც განსაკუთრებული ქარიზმა აქვს - საკმარისია, ფანქარი აიქნიოს ან წარბი ასწიოს, მაყურებელი მაშინვე სექსზე იწყებს ფიქრს.“

Expressen, შვედური გაზეთი

 

 

 

”  იან ერიკ სააფმა ( ტექსტი, ლექსები, მუსიკა) და რეჟისორმა ანდრეას ბუნსტრამ ფსიქოანალიზის მამის მიმართ იუმორისტული მიდგომა არჩიეს. მაყურებელთან უშუალო ურთიერთობა, მომჩვარული ფალოიმიტატორები, მუსიკოსების ტრიო ყალბი წვერებით - ამ ყველაფრის წყალობით, ,,ფროიდის სიგარამ“ ფროიდის მოსაზრებებისა და კონცეფციებისაგან მსუბუქი, თავქარიანი სანახაობა შექმნა.’’ .. ,,იონას ს. ნერბე შესანიშნავად ძერწავს შესაბამის ნიუანსებს ერთი მსახიობის ამ წარმოდგენაში. ეს მსახიობი და მომღერალი სივრცეს  მთლიანად ავსებს საკუთარი თავით, ხოლო როცა წარმოდგენის ბოლოს დივანზე მიესვენება, ძალაუნებურად გაიფიქრებ, რომ ორი საათის განმავლობაში სრული დატვირთვით თამაშის შემდეგ  მან ეს დივანი ნამდვილად დაიმსახურა.“

Tidningen Kulturen, შვედეთი

 

SMT  დამოუკიდებელი ჯგუფია, რომელიც მუსიკალური თეატრის ჟანრში მუშაობს. ჩვენ თეატრის გამომსახველობით საშუალებას ვიყენებთ, რათა საკმაოდ რთული მასალა გადმოვცეთ. რთულ თემებს ვირჩევთ და გართობად ვაქცევთ, მაყურებლი მათ ადვილად აღიქვამს. ჩვენ მაყურებელთან უშუალო კავშირის ქონა გვირჩევნია და მასთან ასე ურთიერთქმედება გვიყვარს.