საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - შაბათი, 19 ოქტომბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
მატია კარეტი

დოკკ

რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერიმატია კარეტი, ლუკა კამელინი 
კონცეფციამატია კარეტი 
შემსრულებელი, ქორეოგრაფიელენა ანოვი 
პროგრამული უზრუნველყოფის მეთვალყურეობალუკა კამელინი 
პროგრამული უზრუნველყოფაპაოლო ბონაჩინი, მატეო მესტუჩი,, სამუელ პიეტრი 
საუნდდიზაინირიკარდო  ბაძონი 
კომპიუტერული ინჟინერიმატეო მესტუჩი 
პროდუქციის მენეჯერიფილიპო ალდოვინი 
კონცეფციის დამუშავება ჯულია კაზელი 
სამეცნიერო კონსულტანტიმარგერიტა კარეტი 
კოლაბორაციამარკ ვან დე კორპუტი, კლიზია ველკერი, ენრიკო ვიოლა 
სინათლის დიზაინიმარჩელო მარკი 

 

ხანგრძლივობა: 55 წუთი, შესვენების გარეშე
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი

 

პრესა:

უძველეს კულტურებში ცეკვა ურთიერთობის, დიალოგის, საკრალური ცოდნის გადაცემის უმთავრესი  ხერხი იყო.“ - Creative Applications 

 ,, ვინც ცეკვის ნამდვილ ძირებსა და წარმოშობას იკვლევს, გეტყვით, რომ ცეკვა და სამყარო ერთდროულად შეიქმნა.“ - Digicult 

 ,, ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური ნაწარმოების შეფასება ძალიან რთულია.“ - Cycling '74 

 ,, წმინდად შემეცნებითი, მოულოდნელი 60-წუთიანი სინესთეზია.“ - Exibart 

 ,, უძლიერესი კოცენფცია, რომელიც თეატრის ენაზე ლაივ შოუდ ,,გადაითარგმნა“, გამაოგნებელი და ცნობისწადილის აღმძვრელი ვიზუალური მხარით.“ - პრემია გერმანული დიზაინის  მიმნიჭებელი ჟიური

 Dökk -ის სისტემური მხარე დამყარებულია openFrameworks -ზე; სამუშა სამუშაო დივაისი - NOITOM-ის MOCAP Perception Neuron.

  განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Virgo Consortium -ს EAGLE სიმულაციებზე მუშაობისას გაწეული დახმარებისთვის, ხოლო  CAT-ს ( Centro Armonico Terapeutico - ჰარმონიით თერაპიის ცენტრი) ჯგუფ Spazio Me -ს მუსიკალური სესიის ჩანაწერის მოწოდებისთვის.

პროდუქცია შექმნილია პროექტთან La Corte Ospitale – Progetto residenziale 2016 თანამშრომლობით.

 

 

https://www.fuseworks.it

Fuse* 2007 წელს დაარსებული სტუდია და საპროდუქციო კომპანიაა, რომლის ნამუშევრებშიც  ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთს კვეთს, იმ გამომსახველობითი შესაძლებლობების გამოსაყენებით, რომელთაც უახლესი ციფრული ტექნოლოგიები გვთავაზობს. დაარსების წლიდან, კომპანიის კვლევები უმთავრესად ისეთი ინსტალაციებისა და ლაივ-მედია წარმოდგენების შექმნაზეა კონცენტრირებული, რომლებიც მაყურებელზე ემოციურ ზემოქმედებას აძლიერებს და რომელთა მეშვეობით მაყურებელი უფრო საფუძვლიანად და სრულად ერთვება წარმოდგენაში.

სტუდია წლების განმავლობაში ვითარდებოდა და იწაფებოდა, რაც ახალი პროექტების მიმართ გაცილებით მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი მიდგომების გამომუშავებას აადვილებდა. კომპანიის modus operandi წმინდა ექსპერიმენტირებას ეფუძნება, მიზნად კი ადამიანების შთამაგონებელი ნამუშევრების შექმნა აქვს, რომლებიც მაყურებელს რეალური სამყაროს ზღვრებს უფართოვებს და სინათლის, სივრცის, ხმისა და მოძრაობის ჯერარნახული ურთიერთქმედებით ნუსხავს. Fuse* მუდამ პოლობდა ,,ბმას“ საკუთარ სამუშაო პროცესს, საკუთარ განვითარებასა და  საზოგადოების ყოფასა და განვითარებას შორის, ამიტომ ყოველთვის ის პროექტებს ირჩევდა, რომლებიც ადამიანებში კულტურისა და ცოდნის წყურვილს აჩენს.  სწორედ ამიტომ ატარებს და თანაპროდიუსერობს (NODE- თან ერთად) 2016 წლიდან, ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალს.