საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ორშაბათი, 9ოქტომბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ანტონ ჩეხოვი

ალუბლის ბაღი

რეჟისორი დავთ დოიაშვილი

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი მემანიშვილი

მხატვრები თამარ კვესიტაძე, გაბი ალბუ

ქორეოგრაფი ფლორინ ფიერუი

 

პერსონაჟები:

რანევსკაია, ლუბოვ ანდრეევნა - მონიკა დავიდესკუ, ირინა მოვილა

ანია - კრინა სემჩიუკი

ვარია - რალუცა აპროდუ

გაევი - გავრილ პატრუ

ლოპახინი - იოან ანდრე იონესკუ

ტროფიმოვი - რარეს ანდრიცი

სიომიონოვ-პისციკი, ბორის ბორისოვიჩი - ვიტალი ბიჩირი

შარლოტა ივანოვნა - იშტვან ტეგლასი

ეპიხოდოვი, სემიონ პანტელეევიჩი - იდრის კლატე

დუნიაშა - ანა კოვალჩიუკი

ფირსი - მიჰაი კონსტანტინი

იაშა - სილვიუ მირჩესკუ

 

ალუბლის ბაღი - შენი ბავშვობა, განვლილი წლების მოგონება, ტკივილი და სიხარული, წინაპრები... ბაღი, რომელიც  ნაყოფსაც აღარ ისხავს, მაგრამ წელიწადში ერთხელ ულამაზესად ყვავის.

 

ეს არის ალუბლის ბაღი - როგორც წარსული...

 

ალუბლის ბაღი - რომელიც შენი დღევანდელი ყოფაა, შენი ცხოვრებაა, რომელიც დალომბარდებული და გაპროცენტებულია, და სულ მალე აუქციონზე გაიყიდება.

 

ეს არის ალუბლის ბაღი - როგორც აწმყო...

 

ალუბლის ბაღი - ტერიტორია, სადაც ალუბლის ხეები გაჩეხილია. ტერიტორია, რომელიც კომერციულად მომგებიან სააგარაკო ნაკვეთებად არის ქცეული.

 

ეს არის ალუბლის ბაღი - როგორც მომავალი...

 

ვიღაცისთვის ეს ყველფერი მელოდრამაა, ვიღაცისთვის დრამა, ვიღაცისთვის ტრაგედია, ხოლო ავტორისთვის - კომედია.

 

ამ და ყველა სხა კითხვაზე პასუხს რეჟისორი დავით დოიაშვილი  და  ბუქარესტის ნაციონალური თეატრის დასის მსახიობები ისევ ჩეხოვთან ეძებენ: “ ახლა მაისია, სიცოცხლე ჩქეფს, ჩემს ირგვლივ ყველაფერი ყვავის, მე კი ვიცი რომ მალე მოვკვდები-განა ეს კომედია არ არის?

 

ვებგვერდი: www.tnb.ro

 

160-ზე მეტი წლის ტრადიციის მქონე იონ ლუკა კარაჯალეს სახელობის ბუქარესტის ნაციონალური თეატრი რუმინული კულტურის ღირსშესანიშნაობაა, ჭეშმარიტად ნაციონალური და კულტურული ბრენდი და ამავდროულად, რუმინეთის იმიჯის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი. ნაციონალური თეატრის სცენაზე ბრწყინვალე მსახიობების არაერთი თაობა გაიზარდა და დაოსტატდა. თვეში საშუალოდ 50 წარმოდგენითა და 20 000 მაყურებლით, ნაციონალურ თეატრს წელიწადში 170 000-ზე მეტი ერთგული მაყურებელი ჰყავს; ამ მონაცემების მიხედვით ბუქარესტის ნაციონალური თეატრი რუმინულ თეატრებში უპირობო ლიდერია.

რუმინული სივრცე ევროპული სტანდარტებით: 7 სრულად აღჭურვილი, საშემსრულებლო სივრცე (6 დახურული დარბაზი და ერთი ღია ამფითეატრი), სადაც მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლები თამაშდება (40 დასახელება!) თეატრს ასევე გააჩნია ფოიეები, სადაც სხვადასხვა ტიპის გამოფენები იმართება და სალექციო დარბაზი - ეს ის სივრცეებია, რომლებიც მასპინძლობს მრავალგვარ, ინტერდისციპლინარულ პორექტს და სადაც, სამომავლოდ თეატრის მუზეუმის გახსნა იგეგმება; ასევე წიგნის მაღაზიის, ბარების, კაფეების, რესტორნებისა და ა.შ. რაც მიზნად ისახავს არა მხოლოდ სპექტაკლების დროს, არამედ დღის სხვა მონაკვეთებში ფართო პუბლიკის მოზიდვას.

დევიზით „ახალი თეატრი ახალი მაყურებლისთვის“ იონ ლუკა კარაჯალეს სახელობის ბუქარესტის ნაციონალური თეატრი ბოლო წლებში აფართოებს თავის ამბიციურ რეპერტუარს, რომელიც მოიცავს სანიმუშო სპექტაკლებს გახმაურებული ნაწარმოებების მიხედვით, ცნობილი ხელოვანების, ყველა თაობის (მათ შორის, მრავალი ახალგაზრდის) მსახიობების შესრულებით, ცნობილი რეჟისორებისა და სცენოგრაფების დადგმებს.  

 

ვებგვერდი: www.tnb.ro