საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - შაბათი, 30სექტემბერი
მდებარეობა: ახალი თბილისი (აღმაშენებლის გამზირი)
ქორეოგრაფი მარკ სმიტი

ათი

ქორეოგრაფი მარკ სმიტი

მხატვარი რაიან დოუსონ ლაითი

კომპოზიტორი სინ ჩენდლერი

 

სპექტაკლის შესახებ:

Deaf Men Dancing არის სმენადაქვეითებულ მამაკაცთა ცეკვის კომპანია, რომელიც აერთიანებს ცეკვის რამდენიმე სტილს და მასში რთავს ბრიტანულ ჟესტების ენას. DMD-ის სამხატვრო ხელმძღვანელი/ქორეოგრაფი მარკ სმიტი, მხატვარ რაიან დოუსონ ლაითთან და კომპოზიტორ სინ ჩენდლერთან ერთად, გთავაზობთ DMD-ის ახალ ქუჩის წარმოდგენას სახელწოდებით „ათი“, შთაგონებულს წყვილთა აქტებით, როგორიცაა ლორელის & ჰარდის, ფლანაგანის & ალენის, მორექემბის & ვაიზის, აბოტის & კოსტელოს და გილბერტის & ჯორჯის გამოსვლები.

2 სმენადაქვეითებული ადამიანი ჩამოდის. ისინი ტოვებენ თავიანთ კვარცხლბეკებს და აუდიტორიას სთავაზობენ „ათ მცნებას სმენადაქვეითებულთა შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“, ბრიტანული ჟესტების ენის, მიმიკის, ფიზიკური თეატრისა და ცეკვის საშუალებით.

თავისუფალი დასწრება
Web: www.deafmendancing.com

მარკ სმიტი არის Deaf Man Dancing-ის, მამაკაცთა ცეკვის ინოვაციური და დამწყები კომპანიის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ეს არის მამაკაცი მოცეკვავეების/ქორეოგრაფების საზოგადოება, რომლის წევრებიც, მარკის მსგავსად, სმენადაქვეითებულები არიან. მათ გააერთიანეს ცეკვის სხვადასხვა სტილი და ქორეოგრაფიაში ჩართეს ჟესტების ენა, რითაც შექმნეს უნიკალური, საინტერესო და ორიგინალური ესთეტიკა. 

ქორეოგრაფს და ჯგუფს არაერთი დაკვეთა აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ფესტივალებიდან და ცეკვის თეატრებიდან. მათ შორის Sadler’s Wells & Incloodo Festival;  Greenwich + Dockland-ის საერთაშორისო ფესტივალი;  Liberty Festival 2014 წელს, მარკ სმიტი იყო იმ სამი შემსრულებელთაგან ერთ-ერთი, ვინც აირჩიეს, რათა მონაწილეობა მიეღო South East Dance-ის (სამხრეთი აღმოსავლეთი ცეკვა), Pavilion Dance South West-ისა (პავილიონის ცეკვა სამხრეთი აღმოსავლეთი), და GDance-ის ინტეგრირებულ ChoreoLAB-ში.

 2016 წელს, Deaf Men Dancing-მა შეასრულა წარმოდგენა „ერთ ამბავს მოგიყვებით“, რომელიც საშუალებას აძლევს აუდიტორიას გაეცნოს სმენადაქვეითებულთა ისტორიას და სმენის პრობლემების მქონე პირთა გამოცდილებებს, როგორ ერთგვარ მუზეუმს განსაკუთრებულთა და ექსტრაორდინალურთათვის: ურჩი სხეულები და გონებანი სამედიცინო მუზეუმში. ერთობლივ პროექტს ხელმძღვანელობდნენ და ინიციატორები იყვნენ Deaf Men Dancing და მუზეუმებისა და გალერეათა კვლევის ცენტრი ლეისტერის უნივერსიტეტში. ისინი თანამშრომლობდნენ 8 სამედიცინო მუზეუმთან. მარკ სმიტმა გამოიკვლია სამედიცინო მუზეუმების კოლექციები, რომლებიც შეიცავს ასობით ობიექტს - დახვეწილი ყურის სასმენი მილებიდან დაწყებული, საყოველთაოდ ცნობილი მოსასმენი აპარატებით დამთავრებული, რაც გახდა პროექტის შთაგონება ექსტრაორდინალურ, აქამდე არმოყოლილ ისტორიებთან ერთად ადამიანებსა და მოვლენებზე, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ქმნიან სმენადაქვეითებულთა გამოცდილებას და იდენტობას სხვადასხვა ეპოქებში.