სხვა პროექტები

კარი ჰოასი "წყლად გადაიქეცი"
ვორქშოფის გაუძღვება ქორეოგრაფი კარი ჰოასი

25.09.2016

25 სექტემბერი

კარი ჰოასი "წყლად გადაიქეცი"
ვორქშოფის გაუძღვება ქორეოგრაფი კარი ჰოასი

ადგილი: მარჯანიშვილი თეატრი, მცირე სცენა

დასაწყისი: 13:00 საათზე

ხანგრძივობა: 3 საათი
დასწრება თავისუფალია 


კარი ჰოასის ვორქშოფი წარმოადგენს თანამედროვე ცეკვის ერთგვარ გაკვეთილს, რომელიც ეყრდნობა ქორეოგრაფის ხელმძღვანელობით შესრულებულ იმპროვიზაციებსა და მარტივ სავარჯიშოებს. იმპროვიზაციები და სავარჯიშოები გამომდინარეობს სწავლების იმ მრავალრიცხოვანი სომატური თუ ენერგეტიკული მეთოდებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, საფუძველს ქმნის კარის ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის "წყლად გადაიქეცი". ვორქშოფის მიზანს წარმოადგენს ცეკვის მიმართ ინფორმაციით აღჭურვილი  და მაქსიმალურად შემოქმედებითი მიდგომის ძიება, რომელიც ყოველ მონაწილეს საკუთარი მოძრაობების უნიკალური სისტემის დაფასების საშუალებას აძლევს.


მონაწილეებს მიეცემათ სარეპერტუარო ფრაზა წარმოდგენიდან "წყლად გადაიქეცი". ეს ფრაზა გამოვლენილი იქნება ინდივიდუალური მიდგომით, ვიზუალიზაციითა და მოძრაობებზე მუშაობით. ვორქშოფის განმავლობაში შემოთავაზებული მასალისა და იმპროვიზაციების სინთეზით მონაწილეს ეძლევა საშუალება თვითგამოხატვის ინდივიდუალური ხერხები შეუსაბამოს მოცემულ ქორეოგრაფიულ ბაზასა და კარი ჰოასის ქორეოგრაფიულ გამოცდილებას.