სხვა პროექტები

გამბედავი ბავშვების დღე თბილისში
 

04.10.2016

5 ოქტომბერი

გამბედავი ბავშვების დღე თბილისში

  • გსურს შეურეთდე ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ მხატვრულ პროექტს მსოფლიოს ყველა კუთხის ბავშვებისათვის?
  • გსურს მიიწვიო შემოქმედი ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შენს ქალაქში?
  • გინდა გახდე დიდი მრავალკულტურული თავგადასავლის მონაწილე?
  • გინდა შეხვდე „გამბედავი ბავშვების“ დამფუძნებლებს, პროდიუსერებსა და ყოფილ მონაწილეებს?

 

რა

„გამბედავი ბავშვების დღე თბილისში“ წარმოადგენს შეხვედრას იმ ორგანიზაციებისა და კერძო პიორთათვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს „გამბედავი ბავშვების“ პროექტის შესახებ (bravekids.eu/en). „გამბედავი ბავშვების“ მისიაა ერთად მოუყაროს თავი ბავშვებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და შექმნას მეგობრული ატმოსფერო, სადაც ერთმანეთის კულტურას პატივს სცემენ. ახალგაზრდა ხელოვანები ერთად მუშაობენ მხატვრულ პროექტებზე და წარუდგენენ მათ მაყურებელს. სემინარზე გაგაცნობთ ტექნიკას, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ „გამბედავი ბავშვების“ პროექტი თქვენს ქალაქში.

ჩვენ ვიწვევთ სხვადასხვა ფენის წარმომადგენელ ბავშვებს და ვიყენებთ ხელოვნებას მათსავე თემში სასიკეთო ცვლილებებისთვის, მათივე პირადი ღირსების შენარჩუნებისათვის. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, მოუფრთხილდნენ ღირებულებებსა და კულტურას, რომლისაც სწამთ.

2009 წლიდან „გამბედავ ბავშვებში“ 1000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, 30 ქვეყნიდან, 5 კონტინენტიდან. „გამბედავი ბავშვების“ საბოლოო ჩვენება (რომელიც პრესტიჟული „ბრეივ ფესტივალის“ ნაწილია), 10 000 მეტმა ენთუზიაზმით აღსავსე დამთვალიერებელმა იხილა.   

 

როგორ

ჩვენ გიამბობთ „გამბედავი ბავშვების“ ისტორიას მისი პოლონელი დამფუძნებლის, გჟეგოჟ ბრალის, პროდიუსერის, ივონა სტანკოვას თვალით და ასევე პროექტში მონაწილე პატარა ნიჭიერი ქართველი ბაშვების პერსპექტივიდანაც. ასევე შეხვდებით ჩვენს ქართველ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც 2016 წელს ახალციხეში ჩატარებული „გამბედავი ბავშვების“ პროექტის ორგანიზატორია (სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია „ტოლერანტი“)

ჩვენთან არ იქნება მხოლოდ საუბარი.

„გამბედავი ბავშვების დღე თბილისში“ ასევე მოიცავს პარატა წარმოდგენებს პროექტის ყოფილი მონაწილეებისაგან - საოცარ ცეკვებს, შესანიშნავ სიმღერებს, ფანდურის ხმას.

 

დასაწყისი: 10:00
ხანგრძლივობა: 8 საათი
ადგილი: მარჯანიშვილი თეატრი, მცირე სცენა
დასწრება თავისუფალია
 

შეხვედრა შედგება 3 ნაწილისგან:

1. ფესტივალის დამფუძნებლების ოფიციალური სიტყვა

2.შეხვედრა ფესტივალის მონაწილეებთან

3.ფესტივალის ვიდეო რგოლების ჩვენება

საკონტაქტო ინფორმაცია: iwona@bravefestival.pl