სხვა პროექტები

ვორქშოფი:მოქალაქეების და არტისტების დაკავშირება
თეატრების საერთაშორისო თანამშრომლობა

 

24.09.2017

კულტურის დიპლომატიის ერთ-ერთი  აღიარებული გზა თეატრალური წარმოდგენების გაცვლაა. მაყურებელს ეძლევა საშუალება თეატრალური ხელოვნების მდგომარეობა შეაფასოს  სხვა კულტურებში, თანამედროვე დრამატულ პროდუქციებში განხილული (ან თავს არიდებული) თემებს გაცნობით. მსახიობები, რომლებიც უცხოელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან (იმ მაყურებლის წინაშე, რომელიც, სუბტიტრებიტ მიჰყვება ტექსტს), აცნობიერებენ თავიანთ ხელობასა და იმ ინდივიდუალური სახასიათო ტექნიკას, რომლითაც მაყურებელს უკავშირდებიან.

თანადადგმები კი  თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯია: მსახიობები რეპეტიციებს გადიან და, გარკვეული პერიოდი, ცხოვრობენ უცხო კულტურის სოციუმში; ისინი კოლეგებთან, ამავე სფეროში, თანამშრომლობენ, თუმცა ამ უკანასკნელთ განსხვავებული კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური ფონი აქვთ; ასევე, თავიანთი კოლეგების მონაწილეობით სხვადასხვა წარმოდგენას ესწრებიან. ხშირად კი, პიესებს თავად ქმნიან და მასპინძელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების კვლევის საჭიროებაც დგება. ხანდახან, პიესის თემა კულტურული განსხვავებებიდან ან საერთო ნიადაგიდან ამოიზრდება. საბოლოო ჯამში, თანაწარმოება, ყველა მონაწილესთვის, უსაზღვრო გამოცდილებად რჩება.

 

იან ლინდერსი, გერმანიაში, კარლსრუეში ბადენის შტატსთეატრის მთავარი დრამატურგი და ევროპის თეატრალური კონვენციის ვიცე პრეზიდენტი, საერთაშორისო თეატრალური თანამშრომლობის ექსპერტია. ბოლო წლებში, მისი წამოწყებით შედგა: 6 ნაწილიანი, 2 წლიანი თანამშრომლობა ბეიტ ლესინის თეატრთან, თელავივში, ისრაელში; ორენოვანი საკლასო პიესა TJP-სთან თანამშრომლობით (სტრასბურგი, საფრანგეთი); სამენოვანი წარმოდგენა რუმინეთის სახელმწიფო თეატრთან "ტიმიშოარა" თანამშრომლობით (განხორციელდა ETC-ს პროექტის " The Art of Ageing“ ფარგლებში); კიდევ ერთი სამენოვანი წარმოდგენა ისრაელთან თანამშრომლობით შედგა; თანამედროვე ცეკვა - ტაილანდის, ბანგკოკის სახალხო თეატრთან თანამშრომლობით; და, ცოტა ხნის წინ, "ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ ფარგლებში, მანუფაქტურ თეატრთან (ნანსი, საფრანგეთი) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან (თბილისი, საქართველო) თანამშრომლობით, განხორციელდა ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სცენაზე მრავალგანზომილებიანი რეალობის განვითარებას.

 

ლექციას წარმართავს: იან ლინდერსი

მიზნობრივი აუდიტორია: მაყურებელი, ფესტივალის და თეატრის ადმინისტრაცია.

ენა: ინგლისური | ქართული თარგმანი

ხანგრძლივობა: 45 წუთი

თარიღი/დრო: 24 სექტემბერი| 15:00

ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული

თეატრი | მუზეუმი