სხვა პროექტები

ვორქშოფი:დოკუმენტური თეატრი
 

27.08.2017

გერმანიაში დოკუმენტურმა თეატრმა განვითარების მწვერვალს 1960-იან წლებში მიაღწია, როდესაც პიტერ ვაისმა ფრანკფურტში, აუშვიცის პროცესზე დასწრების შემდგომ, მიღებული გამოცდილება გადაამუშავა და დაწერა დოკუმენტური პიესა "გამოძიება" -  პიესა, რომელიც, მომდევნო წლებში  გერმანიაში რამდენიმე თეატრში დაიდგა.

70-იან წლებში დოკუმენტური თეატრი უფრო პედაგოგიკური გახდა, კარნახობდა რა მაყურებელს თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას.

90-იან წლებში  ჰანს-ვერნერ კრიოზინგერი და რეგინე დურა ნამდვილი დოკუმენტების - ბიუროკრატიული ფაილებიდან დაწყებული გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუებით დამთავრებული - შეგროვების ტექნიკას ავითარებდნენ ისე, რომ მსახიობისთვის კონკრეტული როლი არ მოერგოთ. ბოლო წლების განმავლობაში, მათ სხვადასხვა თემაზე იმუშავეს: გენოციდი სომხეთსა და რუანდაში; წითელი არმიის (RAF )ტერორისტების წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი; სააგენტო ფრონტექსის მიერ ევროპის საზღვრებს გარეთ დატოვებული ლტოლვილები; საეჭვო მუსლიმი ლტოლვილები.  ნამუშევრებიდან ბევრს, გოეთეს ინსტიტუტთან და ევროპისა და სამხრეთ ამერიკის თეატრებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო თანადადგმების  სახე მიეცა. დოკუმენტურ თეატრში მათი გამორჩეული მიღწევები დაფასდა, როდესაც "ხსოვნის ქვები შტატსთეატრიდან" 2016 წელს ბერლინის თეატერტრეფენზე იქნა მიწვეული, შემდეგ კი ბევრ სხვა ქალაქში.

ორ ნაწილიან ვორქშოფზე ისინი წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს - ვიდეო ჩვენების თანხლებით - და განიხილავენ  დოკუმენტური თეატრის ინდივიდუალურ მეთოდს. მეორე დღეს, შემოგთავაზებენ საფუძვლიან ანალიზს იმისა, თუ როგორ შეიქმნა "ხსოვნის ქვები შტატსთეატრიდან".

 

 

ვორქშოფს წარუძღვებიან: რეგინე დურა და ჰანს-ვერნერ კრიოზინგერი

სამიზნე აუდიტორია: ვორქშოფი მიმართულია თეატრალურ სფეროში მოქმედი

სპეციალისტებისთვის, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მაყურებლისთვის.

ენა: ინგლისური | ქართული თარგმანით

ხანგრძლივობა: 2 x 3 საათი, 90 წუთი გაერთიანებული სესია

დრო/ადგილი:

27 სექტემბერი | "კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი" | 12:00

28 სექტემბერი | კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული

თეატრი, მცირე სცენა | 12:00

 

შემაჯამებელი  სესია ჩატარდება "მეხიერების ხელოვნების"

ვორქშოფის მონაწილეებთან ერთად

ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მუზეუმი.