სხვა პროექტები

ვორქშოფი:მეხსიერების ხელოვნება
 

27.09.2017

როდესაც ისტორიული მეხსიერება მოწმეებისა და გადარჩენილების გაქრობასთან ერთად მეორე და მესამე თაობას ვეღარ გადაეცემა, ხელოვნება იკავებს ემოციური მოგონების ადგილს. ხელოვნების ისტორია შეიძლება დაიწეროს, როგორც მონუმენტების ისტორია. ესენი, თავის მხრივ, ზოგადად, მეხსიერების მონუმენტებია და ასევე მონუმენტები რომელთაც თავიანთი შექმნის დრო ახსოვთ. მონუმენტების უმრავლესობა ოფიციალური ხელოვნების ნიმუშია, სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი,  თუმცა  ხანდახან  მომდევნო ხელისუფლების მიერ შეჩერებული და თავიდან მოცილებული.

მიმდინარე პროექტი  "ხსოვნის ქვები" (www.stolpersteine.eu) განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ის მცირე წრეშია ორგანიზებული და, თავისი ფორმით, ანტი-მონუმენტურია. კიოლნში მოღვაწე ხელოვანი გუნტერ დემნიგმა მოიფიქრა რიყის ქვებს შორის ჩაწყობილი თითბერის ფირფიტები, რომელზეც გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტების მმართველობისას, ასევე მათ მიერ ოკუპირებულ ევროპაში, მსხვერპლად შეწირული ადამიანების ერთი კონკრეტული ჯგუფის მოკლედ გადმოცემული ისტორიები იქნებოდა ამოკვეთილი. ადგილობრივი ინიციატორების  ორგანიზებით, მან ამ ადამიანების მიერ სიცოცხლის ბოლოს შერჩეული საცხოვრებლის წინ ათასობით ასეთი, შემაბრკოლებელი ქვა განათავსა:  ებრაელები, სინტები და რომები, კომუნისტები, ჰომოსექსუალები და ა.შ.

           

მან ოკუპირებული ევროპის უმეტეს ნაწილში იმოგზაურა. რუსეთში, "ხსოვნის ქვებით" შთაგონებულმა, აქტივისტურმა ჯგუფმა "მემორიალმა" წამოიწყო პროექტი “ბოლო საცხოვრებელი მისამართი” | www.poslednyadres.ru: საცხოვრებელ სახლებზე გაკრული დაფები სტალინური პერიოდის დიდი ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება.

ვორქშოფი, პირველ რიგში, თეატრისა და ხელოვნების ისტორიის პერსპექტივიდან, თბილისის რამდენიმე ისტორიულ მონუმენტს გააანალიზებს, შემდეგ გამოყოფს ადგილებს, სადაც შესაძლებელი იქნება "ბოლო საცხოვრებელი მისამართის“  დაფების გაკვრა. ბოლოს კი, დამოუკიდებელ, შემოქმედებით იდეებს განავრცობს და მათ მეორე ვორქშოფის მონაწილეებთან ერთად განიხილავს.

რობ მუნენი გამოცდილი ვიზუალ არტისტი, სცენოგრაფი, ვიდეო არტისტი და ნიდერლანდებში არსებული სცენის "Park"-ის დირექტორია.

 

ვორქშოფს წარუძღვებიან: რობ მუნენი და იან ლინდერსი

სამიზნე აუდიტორია: ვორქშოფი განკუთვნილია ვიზუალური ხელოვნებით გადაცებული არტისტებისთვის, ისტორიის სტუდენტებისთვის და მაყურებლისთვის.

ენა: ინგლისური |  ქართული თარგმანით

ხანგრძლივობა: : 2x3 საათი,  90 წუთი გაერთიანებული სესია

დრო/ადგილი:

27 სექტემბერი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მუზეუმი | 12:00

28 სექტემბერი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მუზეუმი | 12:00

 

შემაჯამებელი სესია ჩატარდება "დოკუმენტური თეატრის" ვორქშოფის მონაწილეებთან ერთად

ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მუზეუმი.