პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 21სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
დედ ცენტრი და ანტონ ჩეხოვი

ჩეხოვის პირველი პიესა

რეჟისორი ბუშ მუკარზელი და ბენ კიდი

კომპოზიტორები ჯიმი იდი და კევინ გლისონი

მხატვარი ენდრიუ ქლენსი

ქორეოგრაფი ლივ ო დონოჰიუ

           

 

თეატრის შესახებ:

„დედ ცენტრმა“ თავისი უახლესი პრემიერა, „ჰამნეტი“ წარმოადგინა ბერლინის შაუბიუნეში. სპექტაკლი 2017 წელს საგასტროლოდ მიწვეულია ჰოლანდიასა და იტალიაში, ასევე იგი წარმოდგენილი იქნება ფიქოქში, დუბლინის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. სხვა ნამუშევრები: „ჩეხოვის პირველი პიესა“, პრემიერა შედგა დუბლინის თეატრალურ ფესტივალზე 2015 წელს და ნომინირებული იყო საუკეთესო სპექტაკლის კატეგორიაში, მოპოვებული აქვს აირიშ თაიმზის თეატრალური პრემია საუკეთესო ხმის დიზაინის ნომინაციაში. საერთაშორისო საგასტროლო ტურნე მოიცავდა ბერლინის შაუბიუნეს, ესტონეთს („ბალტოსკანდალი“), საფრანგეთს(TnBa), ჰოლანდიას („ნორდერცონი“) და ავსტრალიას (ბრისბენის ფესტივალი), წელს კი სპექტაკლი მოივლის შვეიცარიას, ფინეთს, იტალიასა და რუსეთს. სპექტაკლმა „LIPPY“ მოიპოვა აირიშ თაიმზის თეატრალური პრემია წლის საუკეთესო დადგმის ნომინაციაში 2013 წელს, ასევე ფრინჯ ფერსტი, „ჰერალდ ეინჯელის“ პრიზი, ტოტალ სიეთა ევორდი, და სულ ბოლოს, ნიუ-იორკული გასტროლის შემდეგ 2 გამარჯვება OBIE-ზე. სპექტაკლი ნაჩვენები იქნა გასტროლებზე ბერლინში, ბრისბენში და შვედეთში, ლონდონში (თეატრი იანგ ვიკი), 2017 წელს კი გაემგზავრება საბერძნეთში. კომპანია მდებარეობს დუბლინში, მისი მიზანია საერთაშორისო მაყურებელს წარმოდგენა შეუქმნას ირლანდიული საშემსრულებლო ხელოვნების უახლეს ტენდენციებზე.

 

სპექტაკლის შესახებ:

„არაფერი მაქვს საერთო თეატრთან ან ადამიანთა მოდგმასთან. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ.“ - ანტონ ჩეხოვი.

რუსული რევოლუციის ორომტრიალის დროს, 1917 წელს, მარია ჩეხოვამ, ანტონის დამ, თავისი ძმის მრავალი ხელნაწერი შეინახა მოსკოვში, ბანკის სეიფში.

1921 წელს საბჭოთა მეცნიერებმა გახსნეს ყუთი და აღმოაჩინეს პიესა. ხელნაწერს აკლდა სატიტულო გვერდი. პიესაში, რომელიც მათ აღმოაჩინეს, მეტისმეტად ბევრი პერსონაჟი, უამრავი თემა და წარმოუდგენლად ბევრი მოქმედება იყო. ითვლება, რომ ეს დაუდგმელი ტექსტია.

ეს არის ჩეხოვამდელი ჩეხოვი.

 

პრესა: 

"...წარმოდგენა იმდენად მასტიმულირებელი, ამაღელვებელი და აღმგზნებია, რომ თეატრის ხშირ სტუმრებსაც კი იშვიათად ექნებათ ნანახი მსგავსი გამოცდილება."

Stagescreen.wordpress.com

 

„ჩვენ უფრო ბედნიერები ვიყავით, ვიდრე თქვენ ახლა ხართ. წარსულში იყვნენ ადამიანები, რომელთაც უყვარდათ და რომელთაც სძულდათ.“ სიცარიელის შეგრძნება, პლატონოვის სინდრომი, რომელიც ჩვენი თაობის სიმბოლოდ ქცეულა. „დედ ცენტრი“ წარმოდგენაში ამ საკითხს ეხება: რეჟისორები ბუშ მუკარზელი და ბენ კიდი, „პოპ-სოციალიზებული“ 30 წლის ადამიანები, საკუთარ თავს უსვამენ შეკითხვას, საერთოდ როგორ არის შესაძლებელი დღეს თეატრის კეთება. მათი მიზანია, დადგან „დაუსრულებელი პიესები დაუსრულებელი ადამიანებისთვის.“ რასაც წარმატებით ახერხებენ კიდეც, შედეგი ფრიად ამაღელვებელია.

ზუდდოიჩე ცაიტუნგი

 

 

ხანგრძლივობა: 70 წუთი უანტრაქტოდ

ბილეთები: 20, 30, 40, 55 ლარი

ვებგვერდი: www.deadcentre.org

მხარდამჭერი:  Culture Ireland

 „ჩეხოვის პირველი პიესა“, პრემიერა შედგა დუბლინის თეატრალურ ფესტივალზე 2015 წელს და ნომინირებული იყო საუკეთესო სპექტაკლის კატეგორიაში, მოპოვებული აქვს აირიშ თაიმზის თეატრალური პრემია საუკეთესო ხმის დიზაინის ნომინაციაში. საერთაშორისო საგასტროლო ტურნე მოიცავდა ბერლინის შაუბიუნეს, ესტონეთს („ბალტოსკანდალი“), საფრანგეთს, ჰოლანდიას („ნორდერცონი“) და ავსტრალიას (ბრისბენის ფესტივალი), წელს კი სპექტაკლი მოივლის შვეიცარიას, ფინეთს, საქართველოსა და რუსეთს. კომპანია მდებარეობს დუბლინში, მისი მიზანია საერთაშორისო მაყურებელს წარმოდგენა შეუქმნას ირლანდიული საშემსრულებლო ხელოვნების უახლეს ტენდენციებზე. 

ვებგვერდი: www.deadcentre.org