პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - სამშაბათი, 26სექტემბერი
მდებარეობა: კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
ჰანს-ვერნერ კრიოზინგერი, რეგინე დურა

ხსოვნის ქვები შტატსთეატრიდან

კომპოზიტორი დანიელ დორში

მხატვარი რობ მუნენი

 

მონაწილეობენ: მართე ლოლა დოიჩმანი, ანტონია მოორი, იონათან ბრუკმაიერი, გუნარ შმიტი.

 

 

თეატრის შესახებ:

კარლსრუეს შტატსთეატრი დაარსდა 1719 წელს, როგორც ჰერცოგის კარის თეატრი; იგი მოიცავს ექვს განყოფილებას: ოპერასა და საკონცერტო რეპერტუარს (ბადენის სახელმწიფო კაპელის ჩათვლით), მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ორკესტრს, საბალეტო წარმოდგენებს კლასიკური შტატსბალეტის შესრულებით, დრამატულ თეატრს, შაუშპილის შესრულებით და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალგაზრდულ თეატრს; ასევე ფოლკსთეატრს. თეატრის რეპუტაცია სეზონის განმავლობაში დაახლოებით 330 000 მაყურებელს იზიდავს.

კოპროდუქციები და სპექტაკლების გაცვლა შტატსთეატრს აკავშირებს მსოფლიოს მასშტაბით 23 პარტნიორ თეატრთან. თეატრის ყველა განყოფილება გამორჩეულია სხვადასხვა ჯილდოებითა და ფესტივალებზე მოწვევებით: 2012 წელს შტატსთეატრს მიენიჭა საუკეთესო ოპერისა და საკონცერტო პროგრამის პრიზი გერმანიაში. 2015 წელს ბრუნა ანდრადემ მიიღო „ფაუსტი“, გერმანული თეატრალური პრემია, საუკეთესო მოცეკვავის ნომინაციაში. 2016 წელს დოკუმენტური სპექტაკლი „ხსოვნის ქვები შტატსთეატრიდან“ დასახელებულ იქნა 10 საუკეთესო წარმოდგენას შორის გერმანულენოვან თეატრალურ სამყაროში და მოწვეულ იქნა ბერლინის ტეატერტრეფენზე; შემდგომი გასტროლები მოიცავს გდანსკს, პრაღას, ტიმისოარას, ტალინს, პეკინს, ვილნიუსსა და თბილისს.

შტატსთეატრი არის ევროპოული თეატრალური კონვენციისა და ოპერა ევროპის აქტიური წევრი.

 

 

სპექტაკლის შესახებ:

დოკუმენტური სპექტაკლი „ხსოვნის ქვები შტატსთეატრიდან“ აანალიზებს ბადენის შტატსთეატრის მდგომარეობას ჰიტლერის მიერ გერმანიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების პერიოდში. პროექტის სახელწოდება „ხსოვნის ქვები“ უკავშირდება გერმანელი ხელოვანის, გუნტერ დემნიგის პროექტს. პროექტის საიტზე www.stolpersteine.eu  განმარტებულია, რომ იგი ემსახურება „ნაციონალ-სოციალიზმის მსხვერპლთა ხსოვნას, აცოცხლებს ყველა იმ ებრაელის, რომას, სინტის, ჰომოსექსუალის, დისიდენტის, იეჰოვას მოწმისა თუ ევთანაზიის მსხვერპლს, რომლებიც გადაასახლეს ან გაანადგურეს.“ ეს „შებროკლების ქვები“ წარმოადგენს მომცრო ზომის ფილებს, ზედ დაკრული თითბრის ფირფიტებით, რომლებზედაც ამოტვიფრულია მოსაგონარი ადამიანების სახელები და ბიოგრაფიული მონაცემები. როგორც წესი, ასეთი ქვები დამაგრებულია იმ ადგილებში, სადაც მსხვერპლი ადამიანები უკანასკნელად ცხოვრობდნენ საკუთარი ნებით.   

 

ქალაქ კარლსრუეს 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2015 წელს დადგმული სპექტაკლი იხსენებს იმ ოთხი ადამიანის ბედისწერას, რომლებიც 30-იანი წლების რეჟიმს შეეწირნენ. მაყურებელი შეიტყობს გემეკესა და იანკის ცხოვრების შესახებ, ასევე მსახიობ ჰერმან ბრანდისა და მოკარნაზე ემა გრანდაითის შესახებაც; როგორი იყო მათი კარიერა, რას ფიქრობდნენ მათზე კოლეგები და ზემდგომები; თავიდან როგორ უყვარდათ ისინი და საბოლოოდ როგორ მოიძულა პუბლიკამ; როგორ დაუპირისპირდნენ დევნას, სირცხვილს, იგნორირებას, უარი მიიღეს კომპენსაციაზე, როგორ გადაასახლეს და დაიღუპნენ. ამ ოთხი ისტორიით ნაჩვენებია ასეულობით ხელოვანის ბედი, რომლებიც თითქმის უჩუმრად გააძევეს გერმანული კულტურული ინსტიტუციებიდან 1933 წლის პირველ ნახევარში.

ჰანს-ვერნერ კრიოზინგერი თავის გუნდთან ერთად მუშაობდა სახელმწიფო არქივში დაცულ დოკუმენტებზე. მათ ამოქექეს ძველი გაზეთები, ქვითრები, ოფიციალური და პირადი მიმოწერა და ინტერვიუები თვითმხილველებთან. მათ ამ დოკუმენტებს დაურთეს კლაისტის დრამატული ტექსტები, იმ დროს პოპულარული ბრეხტის კომიკური სიმღერები, ასევე მონაწილე მსახიობების მიერ შექმნილი ტექსტები. ამ ყველაფერს კი თან ერთვის ვიდეო ინსტალაციები და მუსიკა. მაყურებელი და მსახიობები არ არიან ერთმანეთისგან განცალკევებულნი. მაყურებლის უმრავლესობა ნახევარი სვასტიკის ფორმის უზარმაზარ მაგიდასთან ზის. ხდება დოკუმენტების პრეზენტაცია და არა მათი გათამაშება, მხოლოდ ალაგ-ალაგ ხდება მასალის ინსცენირება, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. დოკუმენტებს არ ერთვის ახლად დაწერილი კომენტარები ან სქოლიოები. ისინი თავისთავად მეტყველებენ საკუთარ თავზე. სპექტაკლის ბოლოს კი სცენა გარდაიქმნება სამკითხველო ოთახად და მაყურებელს ეძლევა საშუალება, მიუახლოვდეს, დამოუკიდებლად დაათვალიეროს დოკუმენტები.

 

პრესა:

 

 „ეს აუჩქარებელი, უემოციო, უკიდურესად დეტალური და მაინც ამაღელვებელი გამოძიება რაღაც სრულებით ახალია: არავინ არავის სდებს ბრალს - უბრალოდ დოკუმენტებს შეისწავლიან.

სცენა თავად იქცევა დრამატულ „ხსოვნის ქვად“, როდესაც ჩვენს წინაშე წარმოადგენენ სხვადასხვა ტექსტებს, გოეთესა და კლაისტის ჩათვლით, უცოდველი სახალხო პიესისა და ფიურერის სიტყვების ჩათვლით - ეს ყველაფერი კოლექტიურ აზროვნებას ემსახურება. ისე იოლად, ხელშესახებად, ბუნებრივად და მეგობრულად, რომ ნამდვილად შიშის მომგვრელია.“

 

DEUTSCHLANDFUNK.DE, 22.6.15

ხანგრძლივობა: 120 წუთი უანტრაქტოდ

ბილეთები: 30 ლარი

ვებგვერდი: www.staatstheater.karlsruhe.de

© Felix Grünschloss

კარლსრუეს შტატსთეატრი დაარსდა 1719 წელს, როგორც ჰერცოგის კარის თეატრი; იგი მოიცავს ექვს განყოფილებას: ოპერასა და საკონცერტო რეპერტუარს (ბადენის სახელმწიფო კაპელის ჩათვლით), მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ორკესტრს, საბალეტო წარმოდგენებს კლასიკური შტატსბალეტის შესრულებით, დრამატულ თეატრს, შაუშპილის შესრულებით და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალგაზრდულ თეატრს; ასევე ფოლკსთეატრს. თეატრის რეპუტაცია სეზონის განმავლობაში დაახლოებით 330 000 მაყურებელს იზიდავს.

კოპროდუქციები და სპექტაკლების გაცვლა შტატსთეატრს აკავშირებს მსოფლიოს მასშტაბით 23 პარტნიორ თეატრთან. 2012 წელს შტატსთეატრს მიენიჭა საუკეთესო ოპერისა და საკონცერტო პროგრამის პრიზი გერმანიაში. 2016 წელს დოკუმენტური სპექტაკლი „ხსოვნის ქვები შტატსთეატრიდან“ დასახელებულ იქნა 10 საუკეთესო წარმოდგენას შორის გერმანულენოვან თეატრალურ სამყაროში და მოწვეულ იქნა ბერლინის ტეატერტრეფენზე; 

შტატსთეატრი არის ევროპოული თეატრალური კონვენციისა და ოპერა ევროპის აქტიური წევრი. 

ვებგვერდი: www.staatstheater.karlsruhe.de