პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - შაბათი, 30სექტემბერი
მდებარეობა: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი (დიდი სცენა)
ივან ბუნინი

ბოლო პაემნები

რეჟისორი იური ტიტოვი

დადგმის ხელმძღვანელი ევგენი კამენკოვიჩი

მხატვარი ვალენტინა ოსტანკოვიჩი

განათების მხატვარი ვლადისლავ ფროლოვი

ტექნიკური რეჟისორები ტატიანა სერედინა, იულია ვერზუნოვა

მუსიკალური გაფორმება ოლგა ფედოროვა

ივან ბუნინის ნაწარმოებების „ჰაინრიჰი“, „მდინარისპირა სასტუმრო“, „ნატალი“, „მადრიდი“ მიხედვით.

 

პერსონაჟები:

გლებოვი - იური ტიტოვი

ნადია - როზა შმუკლერი

ლი - სერაფიმა ოგარიოვა

ჰაინრიჰი - ირინა გორბაჩოვა

ივან ალექსეევიჩი - დმიტრი ზახაროვი

ვიტალი მეშჩერსკი - ამბარცუმ კაბანიანი

სონია ჩერკასოვა - სერაფიმა ოგარიოვა

ნატალი სანკევიჩი - ნატალია მარტინოვა

გაშა - როზა შმუკლერი

ჩერკასოვი, სონიას მამა - ვლადიმირ სვირსკი

მეშჩერსკი, ვიტალის მამა - დმიტრი ზახაროვი

სერგეი ვლადიმიროვიჩი - ვლადიმირ სვირსკი

პოლია - სერაფიმა ოგარიოვა

 

სპექტაკლის შესახებ:

ხანმოკლე შეხვედრები, მეხსიერების ბურუსიდან ამოწვერილი - სასტუმროს ოთახში მიმწუხრი, ვაგონის უბადრუკი კუპე, ხმაურიანი ტავერნა, სადაც მაგიდის გადასაფარებლებს საპნის სუნი ასდის, ლამპიონი ბულვარში, ელვით განათებული ღამე, რომელსაც ძველ სახლში ატარებენ... სიყვარული ყველა ცოდვასა და შეცდომას გამოისყიდის, ბინძურ ტავერნას, უბადრუკ კუპესა და პატარა ბინას ერთიანად გარდაქმნის.

 

პრესა:

„ბოლო პაემნები“ ბუნინის „ბნელი ხეივნების“ ეკვივალენტია, რომელსაც ახალგაზრდა კაცი ჰყვება. ამის ცოდნა აუცილებელია სპექტაკლის გასაგებად. სადაც ივან ბუნინი გვიყვება დიდი ხნის წინ წასულ ან გაუჩინარებულ ადამიანებსა და ადგილებზე, იქ იური ტიტოვი აწმყოს წარმოგვიდგენს. რეჟისორი გმირების ცხოვრების თითოეული წამით ნეტარებს, სანამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები და ბედნიერები არიან.

ასია ივანოვა,
"ვეჩერნაია მოსკვა"

 

ხანგრძლივობა: 120 წუთი უანტრაქტოდ

ბილეთები: 20, 35 ლარი

ვებგვერდი: www.fomenko.theatre.ru

©Sergey Petrov

Vasil Yaroshovich

Larisa Gerasimchuk

ფომენკოს თეატრი-სახელოსნო ოფიციალურად 1993 წელს შეიქმნა, მაგრამ „ფომენკოებმა“ ისტორიის ათვლა 1988 წლიდან დაიწყეს, როდესაც პიოტრ ფომენკომ სტუდენტების პირველი ჯგუფი აიყვანა რუსეთის თეატრალურ აკადემიაში (გიტის).

 

 სასწავლებლის დასრულების შემდეგ ფომენკოს სტუდენტები ერთად დარჩნენ, ამგვარად, მათი სახელოსნოს სახელი თეატრის სახელად იქცა. ფომენკოს თეატრმა-სახელოსნომ რამდენიმე სტუდენტური დადგმით გაითქვა სახელი. ერთი მათგანი დღემდე რეპერტუარში რჩება („მგლები და ცხვრები“) და მაყურებლის ფავორიტია. დასი რეგულარულად იმატებს ახალ სტუდენტებს.

დასაწყის წლებში თეატრს დიდ ხანს არ ჰქონდა საკუთარი სახლი. 2000 წელს ყოფილი კინოთეატრის გარემონტებულ შენობაში გადავიდა. მოგვიანებით კი ფომეკნოს თეატრს ახალი შენობა აუშენეს. ამჟამად თეატრი სპექტაკლებს ოთხ სცენაზე, ორ შენობაში წარმოადგენს. რეპერტუარი 38 სპექტაკლისგან შედგება. მათ შორისა და რუსი და უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები, რუსული თეატრის საუკეთესო ძველ ტრადიციებში განხორციელებული. ასევე არის თანამედროვე ნაწარმოებები, რომლებიც ითვისებენ საერთაშორისო კულტურის ახალ ტენდენციებს.

ფომეკნოს თეატრ-სახელოსნოს სპექტაკლები არაერთხელ აღნიშნულა პრესტიჟული თეატრალური ჯილდოებით. თეატრი აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას ეწევა რუსეთში, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აშშ-სა და იაპონიაში.

 

ვებგვერდი: www.fomenko.theatre.ru