პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 15:00 - სამშაბათი, 22 December
მდებარეობა: 
ალექსი ჩიღვინაძე

ხედი სასტუმრო საქართველოდან

 

რეჟისორი  – იოანე (ვანო) ხუციშვილი
სცენოგრაფია - თეო კუხიანიძე
კოსტიუმების მხატვარი - თეო კუხიანიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება -  გიორგი ჯიქია

 

მონაწილეობენ:
ილია - რევაზ ტატალაშვილი , ლილი - ლილი ხურითი, რაული - ზვიად ფხიკლეშვილი , პეტრე - გედევან კევლიშვილი , მზია - ირმა ჩიხლაძე , ომარი - ალექსანდრე ლაბაძე , კუ - გივიკო ბარათაშვილი

სპექტაკლის შესახებ:

სპექტაკლი რეჟისორმა იოანე (ვანო) ხუციშვილმა დრამატურგ ალექსი ჩიღვინაძის მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი პიესის მიხედვით დადგა.

აფხაზეთის ომიდან  30 წელი გავიდა, თუმცა დევნილების უმრავლესობა ისევ რთულ პირობებში ცხოვრობს.

პიესის მთავარი გმირიც აფხაზეთიდან დევნილი ილიაა,  უსინათლო კაცი, რომელიც დასთან ერთად თბილისის ცენტრში, სასტუმრო „საქართველოს“ ოთახში ცხოვრობს. ერთ დროს პრესტიჟული სასტუმროს დერეფნებში ბნელა, აქ ყველაფერი  დანაკარგს განასახიერებს. და - ძმის ერთფეროვანი არსებობა იცვლება, როდესაც აფხაზი მეზობელი ესტუმრება და თან ჩამოაქვს საჩუქარი, რომელიც წარსულის გახსენების და გააზრების კატალიზატორი ხდება.  

სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად უსინათლო/მცირემხედველი მოყვარული მსახიობები მონაწილეობენ. პიესა მათ ინტერვიუებს ეფუძნება და დაწერილია განსხვავებული ფორმით, რათა სცენები სადაც მოქმედება ტექსტის გარეშეა აღსაქმელი იყოს უსინათლო მაყურებლისთვისაც.

პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც შლის ზღვარს ადამიანების შესაძლებლობებს შორის და ახალ თეატრალურ და დრამატურგიულ ფორმებს ქმნის.

 

პრემიერის თარიღი: 13.02.2020
ხანგრძლივობა: 70 წუთი შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი:  14 ადამიანი

ა(ა) იპ „არტისტერიალი“ დაფუძნდა კულტურულ - საგანმანათლებლო, შემოქმედებითი ღონისძიებებისა პროექტების დაგეგმვა - განხორციელების მიზნით. მისი მიზანია თეატრალური ხელოვნების განვითარება და შესაბამისი პროექტების განხორცილება, ხოლო უმთავრესი ამოცანა ამ პროცესებში უსინათლო და მცირემხედველი, მოყვარული მსახიობების ჩართვა.ჩვენი ორგანიზაციისთვის - „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ არის პირველი მცდელობა იმ ხერხების ძიებისა, რომელიც    ბუნებრივი და სრულიად ადაპტირებულია უსინათლო ადამიანებისთვის.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
პროექტის ხელმძღვანელი - სოფიო სიხარულიძე
ტელ: (+995) 577270981
E-Mail: sikharulidzesophio@gmail.com